რეზნიკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე რუსეთის თავდასხმის მიზანს ასახელებს

რუსეთის ძალები აგრძელებენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, რადგან მათ იმედი აქვთ, რომ უკრაინა იძულებული იქნება, ჩაერთოს მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

ისინი ვერ აღწევენ უპირატესობებს ბრძოლის ველზე, ამიტომ იბრძვიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მათი მიზანია, ზამთრის პერიოდში ჩაგვაგდონ სიბნელესა და სიცივეში, რომ დავნებდეთ; რომ წესრიგი და  სტაბილურობა ვერ შევინარჩუნოთ, შემდეგ კი, მათი გეგმის მიხედვით, შეიძლება მოლაპარაკებებისთვის გზები მოვიძიოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმა ჩავარდება, რადგან მტერს რესურსები, მათ შორის რაკეტები ეწურება.

„ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა და შემდეგ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ძალის დაზოგვა, განსაკუთრებით, ამ ორ მთავარ თვეში, რომელიც წინ გველის, და ვისწავლოთ გადარჩენა. ჩვენ რა თქმა უნდა, გადავრჩებით“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

Leave a Reply