Tag Archives: #ქვანახშირი

ჩეხეთი და პოლონეთი ტუროვის ქვანახშირის მაღაროს საკითხზე მოლაპარაკებებს იწყებენ

პრაღაში, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ და მისმა პოლონელმა კოლეგამ, მატეუშ მორავეცკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ტუროვის ქვანახშირის მაღაროს ეხება, – ამის შესახებ Euronews-ი წერს. შეთანხმების მიხედვით, პოლონეთი ევროსასამართლოდან გამოიტანს პოლონეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, თუმცა, უცნობია დეტალები, როგორ გეგმავენ ქვეყნები საერთაშორისო არბიტრაჟის გარეშე დავის მოგვარებას. ბოლო დროს, პრაღა ჩიოდა, რომ მაღაროში მიმდინარე სამუშაოების გამო, მიმდებარე სოფლებში წყალი შრებოდა. ჩეხეთი ამტკიცებდა, რომ პოლონეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც მაღაროს ფუნქციონირების ვადა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ...

Read More »

ინდოეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ჯარხანდის შტატში ქვანახშირის მაღაროში ნარჩენების გროვის ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა მიტოვებულ ღია მაღაროში მოხდა, სადაც ადგილობრივები ქვანახშირის ამოღებას ცდილობდნენ. მაღარო, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა დჰანბადის რაიონში მოხდა და დაღუპული პირები პროფესიონალი მეშახტეები არ არიან.

Read More »

„საქნახშირი“ – მაღაროს სამი დღით გაჩერების გადაწყვეტილებას მივიღებთ, კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება სამუშაოები

„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილ სოცკის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად კომისია მუშაობს. მიხაილ სოცკის თქმით, მაღარო ამ ეტაპზე მუშაობას სამი დღით შეაჩერებს და კომისიის მუშაობის შედეგებს დაელოდებიან. „ეს საშინელი მოვლენაა. ვცდილობთ, გავერკვეთ ამ ვითარებაში. გუშინდელიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს. 20 წუთში გაიმართება საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა. ჯერჯერობით, მივიღებთ მაღაროს 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

წელს მსოფლიოში ქვანახშირის მოხმარება გაზრდილია

მსოფლიო ყველაზე ჭუჭყიანი წყაროდან წელს, სავარაუდოდ, უფრო მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ოდესმე. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ქვანახშირის საწვავზე მომუშავე გენერაცია გასულ წელთან შედარებით 9%-ით იზრდება. ორგანიზაციის განცხადებით, წინა ორი წლის კლების შემდეგ, ასეთი შემობრუნება საფრთხეს უქმნის 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიების მიზნის მიღწევას. IEA-ს შეფასებით, ნახშირის მოხმარების ყველაზე დიდი ზრდა, დაახლოებით 20%, ფიქსირდება აშშ-სა და ევროკავშირში. მათ 12%-იანი ზრდით მოსდევს ინდოეთი. ...

Read More »

რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქვანახშირის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქვანახშირის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. შახტში მომხდარ ავარიას აფეთქება მოჰყვა. ინციდენტი 250 მეტრის სიღრმეზე მოხდა. შემთხვევის დროს შახტში 285 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ნაწილი ამოიყვანეს. დაშავებულია 50-ზე მეტი პირი. მომხდარის გამო, კემეროვოს ოლქში სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ავსტრალია უახლოეს მომავალში არ აპირებს ქვანახშირის მოპოვების მოცულობის შემცირებას

გლაზგოს კლიმატის სამიტის მონაწილეებისთვის შეთავაზებულ ფორმულირებას, მდიდარ ქვეყნებს 2030 წლისთვის ან რაც შეიძლება სწრაფად, მომდევნო წლებში, ხოლო განვითარებად ქვეყნებს 2040 წლისთვის შეეწყვიტათ ნახშირის ენერგიის გამოყენება, 46 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. ქვანახშირის უმსხვილესი მომხმარებელი 10 ქვეყნიდან ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან გერმანია, სამხრეთ კორეა და პოლონეთი, რომელთა წილადაც, პორტალ worldometers-ის თანახმად, ქვანახშირის მსოფლიო მოხმარების 6,5% მოდის და არ არიან ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, ...

Read More »

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე მსოფლიოს ქვეყნები ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატური ცვლილებების რიგით 26-კონფერენეციაზე შეთანხმდნენ, რომ მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2030 წლისთვის წარმოებაში ქვანახშირის ენერგიის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ხოლო შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2040 წლისთვის. შეთანხმებას ხელი 40-მა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის ქვანახშირის ისეთმა მსხვილმა მომხმარებლებმა, როგორებიცაა პოლონეთი, ჩილე და ვიეტნამი. ხოლო ქვანახშირის წარმოებითა ...

Read More »

გაზის ფასების ზრდის გამო, ევროპა ქვანახშირს უბრუნდება

BofA Global Research-ის ანგარიშის თანახმად, ევროპული კომპანიები ბუნებრივი აირის ფასების ზრდის გამო ნახშირის მოხმარებაზე გადადიან. ბოლო თვეებში, ევროპაში გაზის ფასი ინტენსიურად იზრდება, (ანტი)რეკორდი კი 6 ოქტომბერს დამყარდა – 1937 აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრზე. ორშაბათს, ნოემბრის ფიუჩერსები ჰოლანდიური TTF ინდექსით 1000 კუბურ მეტრზე 1000 დოლარზე დაბლა ივაჭრებოდა. ავსტრალიური Newcastle-სა და ევროპული API2-ს ქვანახშირის ღირებულება ახლახანს გაიზარდა და ტონაზე $ 250-ს ...

Read More »

ნორვეგია ქვანახშირის ბოლო არქტიკულ საბადოს 2023 წელს დახურავს

ნორვეგიის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „ნორსკე შპიცბერგენ კულკომპანი“ აცხადებს, რომ არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდზე ქვანახშირის ბოლო საბადოს 2023 წელს დახურავს. აღნიშნული საბადო უკვე 120 წელია ექსპლუატაციაშია და მასზე ამჟამად 80 ადამიანია დასაქმებული. „ნორსკე შპიცბერგენ კულკომპანიმ“ ბოლო ოც წელიწადში კუნძულებზე ქვანახშირის არაერთი საბადო დახურა. მაგრამ ბოლომდე შეინარჩუნა მომცრო, მე-7 საბადო, რომელიც ნედლეულით ადგილობრივ ენერგო სადგურს ამარაგებს. მოპოვებული ქვანახშირის ნაწილი კი ...

Read More »

ევროპაში ნახშირის ფასი 13 წლის მაქსიმუმზეა

2022 წლის ფიუჩერსების ფასი ნახშირზე 2008 წლის მაქსიმუმზეა და ტონაზე $137 შეადგინა, – ამის შესახებ bloomberg წერს. სააგენტოს ცნობით, ნახშირზე მოთხოვნა გაზზე ფასის ზრდამ გამოიწვია, შედეგად ნახშირის მარაგები შემცირდა. ამასთან ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და კოლუმბიიდან მიწოდება გართულებულია, ხოლო რუსეთიდან ექსპორტი საკმარისი არაა. ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გასულ კვირას მკვეთრად გაიზარდა. ფიუჩერსის ფასი ათას კუბურ მეტრზე $500 შეადგენდა, ხოლო 15 სექტემბრის ვაჭრობაზე ...

Read More »