ჩეხეთი და პოლონეთი ტუროვის ქვანახშირის მაღაროს საკითხზე მოლაპარაკებებს იწყებენ

პრაღაში, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ და მისმა პოლონელმა კოლეგამ, მატეუშ მორავეცკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ტუროვის ქვანახშირის მაღაროს ეხება, – ამის შესახებ Euronews-ი წერს.

შეთანხმების მიხედვით, პოლონეთი ევროსასამართლოდან გამოიტანს პოლონეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, თუმცა, უცნობია დეტალები, როგორ გეგმავენ ქვეყნები საერთაშორისო არბიტრაჟის გარეშე დავის მოგვარებას.

ბოლო დროს, პრაღა ჩიოდა, რომ მაღაროში მიმდინარე სამუშაოების გამო, მიმდებარე სოფლებში წყალი შრებოდა. ჩეხეთი ამტკიცებდა, რომ პოლონეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც მაღაროს ფუნქციონირების ვადა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე გაახანგრძლივა.

პოლონეთის მთავრობა, ამის პასუხად, ამბობდა, რომ მაღარო ამარაგებს ელექტროსადგურს, რომელიც გამოიმუშავებს ქვეყნის ენერგიის დაახლოებით 7%-ს და რომ ის საჭიროა ქვეყნის ენერგეტიკული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

Leave a Reply