გლაზგოს კლიმატის სამიტის მონაწილეებისთვის შეთავაზებულ ფორმულირებას, მდიდარ ქვეყნებს 2030 წლისთვის ან რაც შეიძლება სწრაფად, მომდევნო წლებში, ხოლო განვითარებად ქვეყნებს 2040 წლისთვის შეეწყვიტათ ნახშირის ენერგიის გამოყენება, 46 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.
ქვანახშირის უმსხვილესი მომხმარებელი 10 ქვეყნიდან ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან გერმანია, სამხრეთ კორეა და პოლონეთი, რომელთა წილადაც, პორტალ worldometers-ის თანახმად, ქვანახშირის მსოფლიო მოხმარების 6,5% მოდის და არ არიან ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, რუსეთი, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ავსტრალია, რომელთა წილიც ქვანახშირის მსოფლიო მოხმარებაში 79,4% -ია.
სამიტზე აშშ-მა კანადამ, დიდ ბრიტანეთმა (კანადა და დიდი ბრიტანეთი ზემოთმოყვანილი ფორმულირების მხარდამჭერი ქვეყნებს შორისაა – „აიპრესი”) და რიგმა სხვა ქვეყნებმა დადეს პირობა, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ქვანახშირში, ნავთობში და ბუნებრივ აირში ინვესტირებას საზღვარგარეთის ქვეყნებში სრულად შეწყვეტენ.
ქვანახშირთან დაკავშირებით შეთავაზებული არცერთი განცხადება არ იქნა ხელმოწერილი ავსტრალიის, ჩინეთის, იაპონიის და ინდოეთის მხრიდან. მათ არ გაიზიარეს სამიტის მასპინძლების წინადადება ეღიარებინათ 2050 წელი ქვანახშირის მოხმარებაზე უარის თქმის საბოლოო ვადად.
დღეს ავსტრალიის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კით ჯონ პიტმა ავსტრალიის ნაციონალურ ტელეკომპანია ABC-თან საუბრისას დაასტურა მთავრობის პოზიცია და განაცხადა, რომ ავსტრალია გეგმავს გააგრძელოს ნახშირის მოპოვებას ათწლეულების განმავლობაში.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ დავხურავთ ქვანახშირის მომპოვებელ შახტებს და არ შევაჩერებთ ქვანახშირის ელექტროსადგურების მუშაობას”, – განაცხადა პიტმა.
ავსტრალია ენერგეტიკული ქვანახშირის ექსპორტის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მთავრობის პოზიციას კით ჯონს პიტი მაღალი ფასებით და მოთხოვნის მაღალი დონით ასაბუთებს
„თუ ჩვენ არ შევავსებთ ამ ბაზარს, ამას ვინმე სხვა იზამს”, – ამბობს ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
წყარო: ipress.ge