Tag Archives: #ენერგოსექტორი

დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

ხელშეკრულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არის გამოქვეყნებული და ნებისმიერ მართლა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა რომ ელექტრონულად წაიკითხოს და ზუსტად გაეცნოს თუ რა წერია შიგნით, – ამის შესახებ ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ სარგებელზეც ისაუბრა, რასაც პროექტი რიონის ხეობის მოსახლეობას მოუტანს. „შეიქმნა რიონის ხეობის განვითარების ფონდი. 5 მილიონი ლარის ფონდი არის, რომელშიც პარიტეტულად შემოდის როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენი ვალდებულებაც არის ...

Read More »

ელენე ღუბიანური: „ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1600-მდე მოქალაქე დასაქმდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1 600-მდე მოქალაქე დასაქმდება, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა „იმედის ფაქტორში“ სოციალურ პაკეტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანას მინიმალური სარგებელი დარჩება, მცდარია. ღუბიანურმა აღნიშნა, რომ მათი კომპანია სპეციფიკურ დანადგარებს შემოიტანს, რადგანაც საქართველოში ისინი არ იწარმოება, რაც შეეხება მუშახელს, პროექტით 1 600-მდე მოქალაქის ...

Read More »

“ნამახვანჰესი არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გასაღებია”

ნამახვანჰესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული პროექტი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაღები. სწორედ ამ პროექტზე გადის ჩვენი მომავალი სიძლიერე და ის, თუ რამდენად შედგება საქართველო რეგიონში, როგორც ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ...

Read More »

“ვერავინ დაასახელებს ვერცერთ ჰიდროსადგურს საქართველოში, სადაც ინვესტორს არ აქვს მიწა”

ნამახვანჰესის პროექტში ერთ-ერთი საკითხია ინვესტორისთვის მიწის გადაცემა. ვერავინ დაასახელებს, ვერცერთ ჰიდროსადგურს საქართველოში, სადაც ინვესტორს არ აქვს მიწა, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა. „ჩვენს ქვეყანაში ყველა ჰესი კერძოა, ენგურჰესის გარდა. სხვა შემთხვევაში ინვესტორი ან ფლობს ან გრძელვადიანი ხელშეკრულებით არ სარგებლობს მიწით. ზუსტად ასეთია ევროპული პრაქტიკა. არის პროექტები, როცა ჰიდროსადგური უბრუნდება სახელმწიფოს მაგრამ ამ შემთხვევაში ტარიფი უფრო მაღალია“, – აღნიშნა თურნავამ. მისი თქმით, ...

Read More »

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი აღმართა

გუმათში, გუმათჰესთან პოლიციამ ღამით რკინის ბარიერებით კედელი აღმართა – ამ ადგილას წინა დღეებში ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები პოლიციის ცოცხალი ძალის წინ იდგდნენ და მათ თხოვდნენ გადაადგილების უფლების მიცემას. უფლებადამცველი ორგანიზაციები რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვას უფლებების დარღვევად მიიჩნევენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის, ეკონომიკის მინისტრმა კი 13 აპრილს რიონის ხეობაში გადაადგილების და პროტესტის უფლების შეზღუდვაზე საუბარს “ანგაჟირება” უწოდა. აქციის ...

Read More »

“უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი”

კომუნიკაციის ნაკლებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვინაიდან ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი, თუმცა კომუნიკაციის პროცესი არაა შემოსაზღვრული ერთი დღით. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იმყოფებოდნენ რეგიონში, ხვდებოდნენ მოსახლეობას და არაერთი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში, სადაც ყველა ოპონენტს ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ...

Read More »

“თუ უარს ვიტყვით ენერგეტიკის განვითარებაზე, იმპორტზე დამოკიდებულება 50%-მდე გაიზრდება”

ჩვენ უფრო მზარდად ვხდებით დამოკიდებული სხვა ქვეყნების ენერგეტიკაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მუდმივად იბრძვის სუვერენიტეტისთვის და ირგვლივ სხვადასხვა გეოპოლიტიკური ინტერესი იკვეთება, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა. „რომ გავყვეთ აქტივისტების მოწოდებას, რომ 3-5 წელი შევაჩეროთ ყველაფერი და ვილაპარაკოთ ენერგოპოლიტიკაზე და მერე გადავწყვიტოთ ვაშენებთ თუ არა ჰესებს და ვავითარებთ საკუთარ ენერგეტიკას, ეს ნიშნავს, რომ ახლა თუ 35%-ით ვართ დამოკიდებული იმპორტზე, მერე გავხდებით ...

Read More »

ზაალ ანჯაფარიძე: 169 დღე რომ ვიჯდე კარავში, არსებობისთვის ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „ერთი კითხვა მაქვს. პროტესტის ნიშნად 169 დღე ვიჯდე კარავში, არ ვმუშაობდე, შემოსავალს არ ვიღებდე, მაგრამ არსებობა, ჭამა -სმა და სხვა რამ ხომ მჭირდება? ამას კი სჭირდება ფული. ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Read More »

მერაბ ლომინაძე: კითხვები თუ არის გარემოს დაცვაზე, სეისმოლოგიაზე, სოციალურ პაკეტზე, ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან

„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგზე იწვევს. „თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან. მაგრამ, მათ დღის წესრიგში თუ არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ ...

Read More »
ქვესადგურის "ხორგა" და ელექტროგადამცემი ხაზების "ხორგა 1,2" მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბალტიის ქვეყნები: „ნარვაზე ელექტროგადამცემი ხაზების ჩაჭრით, სიმბოლურად ვჭრით საბჭოთა წარსულთან ჩვენ უკანასკნელ კავშირებს”

რუსული პრესა ბალტიის ქვეყნების მხრიდან ელექტროენერგიის შეყიდვის შემცირებაზე მათ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების სრული აღმოფრხვისკენ სწრაფვაზე ამახვილებს ყურადღებას რუსული პრესის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, 8 და 11 აპრილს, ბალტიის ქვეყნებმა მიზეზების განუმარტავად შეწყვიტეს რუსეთისგან ელექტროენერგიის შესყიდვა. რუსული პრესის თქმით, ბელარუსს და ლიტვას შორის არსებული ელქტროგადაცემი ხაზებიდან ტესტური გათიშვის პარალელურად რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვის სრული შეწყვეტა, რაც ადრე არასდროს მომხდარა, 2025 წლისთვის დაგეგმილ რუსულ ...

Read More »