Tag Archives: #გარემო

კავკასიონზე მყინვარების დნობის ტემპი გაიზარდა

ბოლო დღეების განმავლობაში მყინვარების დნობის შესახებ ორი ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კავკასიონის მყინვარების ახალი ინვენტარიზაცია და მეორე, რომელმაც მსოფლიოში არსებული ყველა მყინვარი მოიცვა. ბოლო კვლევაში ასამდე მყინვარი შევიდა და დასკვნა საგანგაშო აღმოჩნდა. კვლევის თანახმად, ბოლო წლებში მყინვარების დნობის ტემპმა კატასტროფულად იმატა. მხოლოდ კავკასიონის მაგალითზე, ბოლო 20 წელიწადში 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დადნა და მკვლევრების აზრით, აღმოსავლეთ კავკასიონზე უახლოეს ათწლეულებში მყინვარების უმეტესობა ...

Read More »

ლევან დავითაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრას დაესწრო

გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, საქართველოში ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) ჩატარება ქალაქ გლაზგოშია (2021 წლის 31.10 -12.11) დაგეგმილი. „მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ელოდება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის ...

Read More »

კლიმატის ცვლილების გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით მძიმე იქნება ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის

კლიმატის ცვლილების გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით მძიმე იქნება ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში, გაეროს ჯანდაცვის ორგანო აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის გლობალური ჯანმრთელობის სფეროში მიღწეულ პროგრესს. ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკები მოიცავს ექსტრემალური ამინდის შედეგად მიღებულ დაზიანებებს, სიცხესთან დაკავშირებულ დაავადებებს, წყლის მეშვეობით გადამავალ დაავადებებს, ტრანსმისიურ დაავადებებს, არასრულფასოვან კვებასა და ცხოველიდან ადამიანზე გადამავალ დაავადებს. ...

Read More »

“ეკოთაობა საქართველო” კომპანიების ჩართულობით თბილისის გამწვანებაზე იზრუნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოთაობა საქართველო”, კერძო კომპანიების ჩართულობით, თბილისის გამწვანებაზე იზრუნებს. როგორც “ეკოთაობა საქართველოს” თავმჯდომარემ თამარ გაგოშაშვილმა “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა, ამ ეტაპზე 22-მა კომპანიამ გამოთქვა დაინტერესება. თუმცა, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება კიდევ მიმდინარეობს. მისი თქმით, გამწვანების პროცესი ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. ლოკაციებს თბილისის მერია გამოყოფს. “ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, ქალაქის გამწვანებაში თავისი წვლილი შეიტანოს. გარდა ამისა, ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ პროცესში კერძო სექტორის წარმომადგენლები ...

Read More »

კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწა თანდათან „ბნელდება“

მკვლევართა დასკვნით, დედამიწა თანდათან ბნელდება და ამაში დამნაშავე კლიმატის ცვლილებაა. ოკეანე თბება და უფრო ნაკლებ კაშკაშა ღრუბლებს წარმოქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან, კოსმოსში უფრო ნაკლები სინათლე აირეკლება, რაც პლანეტას კიდევ უფრო ათბობს. დედამიწის არეკვლის მაჩვენებელი, ანუ ალბედო, მკვლევრებმა პლანეტის იმ სიკაშკაშის საფუძველზე გაზომეს, რომელიც მთვარეს ანათებს. კვლევისათვის დაახლოებით ოცწლიანი მონაცემები გამოიყენეს, 1998-დან 2017 წლამდე შეგროვებული. გაზომვებმა აჩვენა, რომ დედამიწა ახლა დაახლოებით ნახევარი ვატით ნაკლებ ...

Read More »

მსოფლიო ავიაკომპანიებმი CO2 ემისიებს ნულამდე 2050 წლისთვის შეამცირებენ

მსოფლიოს ავიაკომპანიები ვალდებულნი არიან CO2-ის ემისიები ნულამდე 2050 წლისთვის შეამცირონ. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) განცხადებაში. შესაბამისი რეზოლუცია IATA-ს წევრებმა მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაამტკიცეს. ეს ეხება 290 კომპანიას, რომლებიც გლობალური საჰაერო მგზავრობის 82%-ს უზრუნველყოფენ. რეზოლუციის თანახმად, ავიაკომპანიების კოლექტიურმა ძალისხმევამ და მთავრობის დამხმარე ზომებმა ინდუსტრიას 2050 წლისთვის ემისიების ნულამდე შემცირების გარანტია უნდა მისცეს. ასეთი გამოწვევა საკმაოდ ამბიციურია იმ სექტორისთვის, რომელიც ...

Read More »

საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის €33 მლნ-იანი პროექტი – ECO.Georgia“ იწყება

საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ იწყება. შეთანხმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმდა. „ვიწყებთ პროექტს, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ 47 მლნ ევროს საგრანტო დაფინანსებას ითვალისწინებს და დაგვეხმარება ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში, ენერგოეფექტური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის თაობაზე თემატურ მოკვლევას იწყებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოავლინოს ის პრაქტიკული, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია როგორც ჰაერის დაბინძურებასთან, ასევე, ნიადაგის დაბინძურებასთან და სამშენებლო სექტორის საქმიანობისას ინერტული ...

Read More »

ბეზოსი ბუნების დასაცავად $1 მილიარდს გამოყოფს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ხმელეთისა და ოკეანეების დასაცავად $1 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. The Bezos Earth Fund-ი, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა 2020 წელს დააარსა, $1 მილიარდს დაცული ტერიტორიების მონიტორინგის, შექმნის, გაფართოებისა და მართვისთვის გამოყოფს. ფონდი თანხის გამოყენებას გეგმავს ისეთი ტერიტორიებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისა და ნახშირბადის მარაგისთვის. 2020 წლის თებერვალში ბეზოსი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად ათი წლის განმავლობაში $10 მილიარდის ...

Read More »
დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

ჰაერის დაბინძურება წელიწადში 7 მლნ ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა ერთ-ერთი უდი­დეს საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად 7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის ნა­ად­რევ სიკ­ვდილს იწ­ვევს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­ამ­კაც­რე­ბენ ჰა­ე­რის ხა­რის­ხის შე­სა­ხებ გა­იდ­ლა­ი­ნებს, რად­გან სა­ჭი­როა გა­და­უ­დე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ეხე­ბა სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბას, მათ შო­რის ოზონს, აზო­ტის დი­ოქ­სიდს, გო­გირ­დის დი­ოქ­სიდ­სა და ნახ­ში­რორ­ჟანგს. ჯან­მო-მ ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი ბო­ლოს 2005 წელს გა­მოს­ცა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქო­ნია მსოფ­ლიო გა­რე­მოს­დაც­ვით პო­ლი­ტი­კა­ზე. ...

Read More »