მსოფლიოს ავიაკომპანიები ვალდებულნი არიან CO2-ის ემისიები ნულამდე 2050 წლისთვის შეამცირონ. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) განცხადებაში.
შესაბამისი რეზოლუცია IATA-ს წევრებმა მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაამტკიცეს. ეს ეხება 290 კომპანიას, რომლებიც გლობალური საჰაერო მგზავრობის 82%-ს უზრუნველყოფენ.
რეზოლუციის თანახმად, ავიაკომპანიების კოლექტიურმა ძალისხმევამ და მთავრობის დამხმარე ზომებმა ინდუსტრიას 2050 წლისთვის ემისიების ნულამდე შემცირების გარანტია უნდა მისცეს.
ასეთი გამოწვევა საკმაოდ ამბიციურია იმ სექტორისთვის, რომელიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ჯერ ბოლომდე არ გამოსულა. საავიაციო ინდუსტრიის დეკარბონიზაცია, რომელიც გლობალური გამონაბოლქვის 2%-ს შეადგენს, რთული, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია.
”ინდუსტრიის დეკარბონიზაცია არის რეალური გამოწვევა, რადგან ჩვენ არ გვაქვს მკაფიო გადაწყვეტა მოკლევადიან პერიოდში. თუმცა, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ მიზნისკენ საიმედო გზა არსებობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
იმ ღონისძიებებს შორის, რომელთა განხორციელებასაც ავიაკომპანიები გეგმავენ, არის ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის (SAF) აქტიური გამოყენება, რომელიც ამჟამად არასაკმარისი მოცულობით იწარმოება.
ჩინური ავიაკომპანიები ინდუსტრიის ნულოვანი ემისიების მიზნის გადადებას 2060 წლამდე ითხოვენ.
წყარო: report