Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ხმელეთისა და ოკეანეების დასაცავად $1 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.
The Bezos Earth Fund-ი, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა 2020 წელს დააარსა, $1 მილიარდს დაცული ტერიტორიების მონიტორინგის, შექმნის, გაფართოებისა და მართვისთვის გამოყოფს.
ფონდი თანხის გამოყენებას გეგმავს ისეთი ტერიტორიებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისა და ნახშირბადის მარაგისთვის.