Tag Archives: #ეკოლოგია

გაერო: ბუნებრივი კატასტროფები უფრო ხშირი და უფრო ხარჯიანი ხდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში კლიმატური ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. წყალდიდობებმა, ხანძრებმა და მსგავსმა კატაკლიზმებმა ამ პერიოდის განმავლობაში 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 3.64 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია. მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიერ გამოცემული ბოლო ანგარიში, Atlas-ი, ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვაა ამინდის, წყლისა და კლიმატის ცვლილებით  გამოწვეული სიკვდილიანობისა და ეკონომიკური დანაკარგების ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ქვანახშირის ნაცარი – გარემოს დიდი მტერი

ქვანახშირის ნაცარი არის ნარჩენი, რომელიც რჩება ნახშირის დაწვის შემდეგ. იგი შეიცავს მსუბუქ ჰაერში მფრინავ ფერფლს, ასევე უხეშ მასალებს, რომლებიც ეცემა ღუმელის ფსკერზე. ქვანახშირის ნაცარი მოდის ნახშირის ელექტროსადგურებიდან. მსოფლიო მასშტაბით ნახშირის ელექტროსადგურები საკმაოდ გავრცელებულია. მათი დიდი წილი მოდის ჩინეთზე, ინდოეთზე, აშშ-ზე, იაპონიასა და კორეაზე. ქვანახშირის ნაცარი შეიცავს საშიშ ტოქსინებს, როგორებიცაა: – დარიშხანი – ბორი – კადმიუმი – ქრომი ეს ნივთიერებები აზიანებენ ...

Read More »
დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

ჰაერის დაბინძურების შედეგად მილიარდობით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება

მსოფლიოში თითოეული მოქალაქე ჰაერის დაბინძურების დღევანდელი დონის შედეგად საშუალოდ სიცოცხლის 2.2 წელს კარგავს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანგარიშში – ჰაერის ხარისხის სიცოცხლის ინდექსში (AQLI). ანგარიშის თანახმად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება მოწევაზე, ავტოსაგზაო შემთხვევებსა და აივ ინფექცია/შიდსზე უფრო დიდი „მკვლელია.“ AQLI-ში ასევე აღნიშნულია, რომ მთავარი დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის წვაა. ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა ინდოეთია, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლის ...

Read More »

ხმელთაშუა ზღვაში სირიის ქარხნიდან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა, კვიპროსი დააზარალოს

სირიის სანაპიროზე ჩაღვრილმა ნავთობის მასამ შესაძლოა, კვიპროსის სანაპიროსთან მიაღწიოს და ზარალი მიაყენოს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ხმელთაშუა ზღვაში ნავთობი სირიის უდიდესი ქარხნიდან ჩაიღვარა. სატელიტურმა გამოსახულებამ აჩვენა, რომ ლაქა ჩრდილოეთით, სირიის სანაპიროს გასწვრივ გავრცელდა, ვიდრე კვიპროსის მიმართულებით დაიძრებოდა. თურქეთის მიერ კონტროლირებადმა არაღიარებულმა ჩრდილოეთ კვიპროსმა განაცხადა, რომ ყველა აუცილებელ ზომას იღებს, რათა თავიდან აიცილოს ზარალი და დახმარებას თურქეთი უწევს. სირიის მთავრობამ გასულ სამშაბათს განაცხადა, ...

Read More »
დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

კლიმატის ცვლილებასთან თამაში უდიდესი საფრთხის შემცველია

როცა კლიმატზე ვლაპარაკობთ, ბუნებრივია, უპირველესად გვაინტერესებს მისი „ყოფითი“ გაგება. ამინდი დღეს და უახლოეს მომავალში, აწმყოში და არა მილიონი წლის წინ ან შემდეგ. თუ დასასვენებლად მივდივართ, ვუყურებთ როგორი ამინდია კურორტზე და რისთვის მოვემზადოთ. თუ ჩვენი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდება გვალვის დროს წვიმას ველით, ხოლო ჭარბტენიანობის დროს – გამოდარებას; ვუფრთხით საგაზაფხულო თუ საშემოდგომო ყინვებს. ამასთან, ჩვენი ინფორმირებულობა გვაიძულებს უკეთ დავგეგმოთ შემარბილებელი ღონისძიებები, ...

Read More »

დანია CO2-ს ჩრდილოეთ ზღვაში “ცარიელ” საბადოებში შეინახავს

დანიურ პროექტს, რომელიც ჩაჭერილ CO2-ს ჩრდილოეთ ზღვის ნავთობისა და გაზის უკვე ათვისებულ საბადოებში შეინახავს, ჩაშვებამდე ერთი ნაბიჯიღა უკლია. პროექტმა, სახელწოდებით Greensand, დაინტერესებული მხარეეების დიდი მოწონება დაიმსახურა. კერძოდ, 29 კომპანია, კვლევითი ინსტიტუტი და უნივერსიტეტი შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ Greensand-ის საცდელი ტესტირების მომდევნო ეტაპს. პროეტმა ფართო მხარდაჭერა მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირველმა ოთხმა მონაწილემ, მათ შორის Maersk Drilling-მა და INEOS Energy-მ, დაამტკიცა, რომ ...

Read More »

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ნოვოროსიისკთან ნავთობის დაღვრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ნოვოროსიისკთან ნავთობის დაღვრის ფაქტთან დაკავშირებული მოვლენებით, შეშფოთებულია და მიმდინარე მოვლენაზე დაკვირვებას აგრძელებს. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. ისინი მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, რომ კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საკითხი. „7 აგვისტოს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ დადასტურდა, რომ ნოვოროსიისკთან ახლოს მოხდა ნავთობის შავ ზღვაში ჩაღვრა. სხვადასხვა მონაცემებით, ნავთობის ლაქა 15 და 19 და ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

დედამიწა გაცხელდა, რა ელის მსოფლიოს – მეცნიერების ახალი დასკვნა

მსოფლიოს მეცნიერებმა დაასრულეს პლანეტის გრძელვადიანი გამოკვლევა და ერთხმად დაუსვეს დიაგნოზი: გლობალური დათბობა გაჩაღდა და მისი უდავო მიზეზი არის ადამიანი. „ეჭვგარეშეა, რომ ატმოსფერო, ოკეანე და ხმელეთი გაათბო ადამიანების საქმიანობამ”, – ნათქვამია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ საეტაპო კლიმატის ისტორიაში. გამონაბოლქვის შემცირების გარეშე, მსოფლიო ვერ შეასრულებს პარიზის შეთანხმებას, გლობალური საშუალო ტემპერატურა შეინარჩუნოს 1,5 ° C- მდე, პრე-ინდუსტრიულ დონეზე, საუკუნის შუა წლებამდე. ნორმა დაირღვევა ...

Read More »
ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი უჯდება

რუსთავში მოქმედი საწარმოები გარემოსდაცვით ვლდებულებებს ვერ ასრულებენ

რუსთავში მოქმედი საწარმოები კანონით ნაკისრ ავლდებულებებს კვლავაც ვერ ასრულებენ. ქალაქში მოქმედი მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (2020 წლის 1 ივნისიდან დღემდე) შეამოწმა. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ არცერთი საწარმო არ ასრულებს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებაა. ინსპექტირებულ საწარმოებს შორისაა „რუსთავის ფოლადი“, „ჯეოსთილი“, „რუსელოისი“, “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, „რუსთავის აზოტი“, „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“, „ფერო ელოის ფროდაქშენი“, „ჯეოფერომეტალი“, „არსემ ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

მკვლევართა პროგნოზით, კაცობრიობას რამდენიმე წელი რჩება, რათა არ დავუშვათ გლობალური ტემპერატურის 1,5 °C-ით მატება

ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) — გაერო-ს კლიმატურ მეცნიერებათა ორგანო — კლიმატის კრიზისის მდგომარეობის შესახებ დიდ მოხსენებას ამზადებს. მსგავსი: კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალი და შეუქცევადია, ამაში დამნაშავე კი ადამიანია — გაერო მასშტაბურ მოხსენებას აქვეყნებს #1tvმეცნიერება 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ უახლეს მოხსენებას მსოფლიოსთვის არაფერი უთქვამს ისეთი, რაც აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ მოხსენება კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით რეკავს განგაშის ზარს. ბოლო ორი, 2014 და 2018 ...

Read More »