დანია CO2-ს ჩრდილოეთ ზღვაში “ცარიელ” საბადოებში შეინახავს

დანიურ პროექტს, რომელიც ჩაჭერილ CO2-ს ჩრდილოეთ ზღვის ნავთობისა და გაზის უკვე ათვისებულ საბადოებში შეინახავს, ჩაშვებამდე ერთი ნაბიჯიღა უკლია. პროექტმა, სახელწოდებით Greensand, დაინტერესებული მხარეეების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კერძოდ, 29 კომპანია, კვლევითი ინსტიტუტი და უნივერსიტეტი შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ Greensand-ის საცდელი ტესტირების მომდევნო ეტაპს. პროეტმა ფართო მხარდაჭერა მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირველმა ოთხმა მონაწილემ, მათ შორის Maersk Drilling-მა და INEOS Energy-მ, დაამტკიცა, რომ “დაცარიელებულ” საბადოებში CO2-ის შენახვა ფიზიკურად საიმედოა. და რომ შესაძლებელია ნახშირორჟანგის შეყვანა ქვიშაქვაში.

დანიას ევროპაში ემისიების შემცირების ერთ-ერთი უმკაცრესი სამიზნე აქვს. ქვეყანა მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ნახშირბადის ნაკადის 70%-ით შემცირებას. Greensand-ის პროექტით დაფარული ტერიტორია იმდენად დიდია, რომ შეუძლია თავისუფლად შეინახოს დანიის მიერ მთლიანობაში გაფრქვეული CO2.

დანიის მთავრობას ასევე სურს, რომ ქვეყანა გახდეს სუფთა ტექნოლოგიებში ლიდერი ევროპაში. ნახშირბადის ფასების ზრდის გათვალისწინებით, CO2–ის ჩაჭერისა და შენახვის ბაზარმა შეიძლება $ 2 ტრილიონს მიაღწიოს, თუ მათ მძიმე ინდუსტრიებიდან გამონაბოლქვის შესამცირებლად გამოვიყენებთ, იტყობინება Credit Suisse Group AG.

ამჟამად, Greensand-ის კოალიციის წევრები, მომდევნო ფაზის დასაფინანსების მიზნით, დანიის “ენერგეტიკული დემონსტრაციის პროგრამას მიმართავენ გრანტისთვის თუ განაცხადი დამტკიცდა, შესაძლებელია ადგილზე ტესტირება უკვე ამ წლის ბოლოსთვის დაიწყოს.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply