Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

საქართველოსა და OMV Petrom-ს შორის ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე კონტრაქტი გაფორმდა

საქართველოს შავი ზღვის შელფზე აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom S.A ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის კონტრაქტს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა ხელი. ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A-ს ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობკომპანია OMV Petrom-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, საქართველო იმ ქვეყნებს შეურთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ...

Read More »
ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

„ოპეკი +“- მა გადაწყვიტა, აპრილის თვეში უცვლლი დატოვოს ნავთობის მოპოვების ოდენობა

აპრილის თვეში ნავთობის მოპოვების ოდენობა არ გაიზრდება  500 ათასი ბარელზე მეტად დღე/ღამეში, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს „ოპეკი +“-ის ქვეყნებმა. ამის შესახებ იტყობინება Bloomberg . ნავთობის მოპოვების გაზრდის საკითხის განხილვა იგეგმება აპრილის თვეში, მაგრამ ამჟამად ხელშეკრულების მონაწილეები არ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას. საუდის არაბეთმა გადაწყვიტა გააგრძელოს დამატებით ნავთობის მოპოვების შემცირება 1 მილიონი ბარელით დღე/ღამეში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში „ოპეკი +“-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება ყოველდღიური მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით არა უმეტეს 500 ათასი ბარელით. თებერვლისა და მარტის თვეებში საუდის ...

Read More »

საწვავის ფასის გაზრდის გამო რამდენიმე ქალაქში მძღოლებმა აქცია გამართეს

საწვავის ფასის გაზრდის გამო ქვეყნის რამდენი ქალაქში მძღოლებმა აქცია გამართეს. აქციები გაიმართა თბილისში, გორში, ბათუმსა და რუსთავში. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ რუსთავი-თბილისის მაგისტრალი. აქციის მონაწილე მძღოლები საწვავის ფასის დაკლებას ითხოვენ. “ჩვენი აზრის დაფიქსირება გვინდა. გავაჩერეთ მანქანები არა იმიტომ, რომ ქალაქის პიკეტირება მოვახდინოთ, უბრალოდ, მივაწვდინოთ შესაბამის სტრუქტურებს ხმა, რომ საწვავის ფასები დაწიონ. ხალხს აღარ შეგვიძლია უკვე. შეხედეთ რამდენი შეწუხებული ადამიანია. ხვალ და ...

Read More »

Petrobras-ის სუფთა მოგება 82%-ით შემცირდა

ბრაზილიის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Petrobras-ის სუფთა მოგებამ  2020 წელს  შეადგინა 7,1 მლრდ რეალი (დაახლოებით 1,3 მლრდ დოლარი). ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოცემული მაჩვენებელი 82%-ით ნაკლებია 2019 წლის ფინანსურ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც Petrobras-ის სუფთა მოგებამ შეადგინა დაახლოებით 9,2 მლრდ დოლარი. კომპანია ფინანსური შემოსავლის  ასეთ შემცირებას უკავშირებს Brent მარკის ნავთობის ფასის შემცირებას და შვილობილი სტრუქტურების რეალიზაციისგან ნაკლებ შემოსავალს, ასევე ...

Read More »

2020 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება 8,7%-ით შემცირდა

2020 წელს რუსული კომპანიების მიერ მოპოვებული ნავთობის ოდენობამ შეადგინა 512.1 მილიონი ტონა, რაც 8.7%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის სტატისტიკის სამსახური. 2020 წელს ასევე შემცირდა ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (238,6 მლნ ტონა – 2019 წლის ექსპორტის ოდენობიდან 88,7%). ”ნავთობის ექსპორტის წილმა რუსეთის ექსპორტის მთლიან მოცულობაში 2020 წელს შეადგინა 21,5%, საწვავ-ენერგეტიკული საქონლის ექსპორტში – ...

Read More »

“SOCAR Trading” 2021 წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობს

2021 წლის 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 66.88 (- 0,16) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63.53 (+ 0.31) დოლარი/ბარელზე. კომპანია “SOCAR Trading SA” (SOCAR-ის სავაჭრო შვილობილი კომპანია) ელოდება, რომ ...

Read More »

საქართველომ 29.7 ათასი ტონა ნავთობი და 9 მლნ კუბ. მეტრი გაზი მოიპოვა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 29.7 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, რაც 2019 წელთან შედარებით, 2.3 მლნ ტონით ნაკლებია. მოპოვებული ნავთობიდან ინვესტორების წილი 17.3 ათასი ტონაა, სახელმწიფოს წილმა კი, 12.4 ათასი ტონა შეადგინა. რაც შეეხება გაზის მოპოვებას – ეს მაჩვენებელი 2020 წელს 9 მლნ კუბ. მეტრს შეადგენდა, საიდანაც 3 მლნ სახელმწიფოს წილი იყო. საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ძებნა-ძიების და ...

Read More »

საქართველოში აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველომ აზერბაიჯანიდან 325 მილიონი დოლარის ღირებულების 202,5 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შემოიტანა. სტატისტიკის თანახმად, მოცულობა წლიურად 27% -ითაა შემცირებული. ქვეყანამ ასევე აზერბაიჯანიდან მიაწოდა 10,8 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ღირებულება 4,7 მილიონი დოლარია, რაც  10.6 ათასი ტონით, ანუ 82-ჯერ მეტია, 2020 წელს აზერბაიჯანიდან შემოტანილი ნავთობისა და ნავთოპროდუქტების იმპორტის მაჩვენებელზე.

Read More »

Bank of America ნავთობის ფასის 100 დოლარს ზევით გაზრდას პროგნოზირებს

უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ნავთობის ფასი შესაძლოა 100 დოლარზე ზევით გაიზარდოს ბარელზე, აღნიშნავენ Bank of America–ის ექსპერტები მათ მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ექსპერტთა აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ზრდა შესაძლებელია მოხდეს ფუნდამენტური მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკური სტიმულირების პროგრამების დანერგვების გამო. Bank of America–ის  ექსპერტებმა ასევე გაზარდეს Brent–ის ტიპის ნავთობის ფასის თავიანთი პროგნოზი მიმდინარე წლისთვის. ახალი პროგნოზის თანახმად, Brent ტიპის ნავთობის საშუალო ფასი 2021 ...

Read More »