Bank of America ნავთობის ფასის 100 დოლარს ზევით გაზრდას პროგნოზირებს

უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ნავთობის ფასი შესაძლოა 100 დოლარზე ზევით გაიზარდოს ბარელზე, აღნიშნავენ Bank of America–ის ექსპერტები მათ მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

ექსპერტთა აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ზრდა შესაძლებელია მოხდეს ფუნდამენტური მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკური სტიმულირების პროგრამების დანერგვების გამო.

Bank of America–ის  ექსპერტებმა ასევე გაზარდეს Brent–ის ტიპის ნავთობის ფასის თავიანთი პროგნოზი მიმდინარე წლისთვის. ახალი პროგნოზის თანახმად, Brent ტიპის ნავთობის საშუალო ფასი 2021 წელს იქნება 60 დოლარი/ბარელზე ექსპერტთა წინა შეფასებასთან –  50 დოლარი/ბარელზე შედარებით. ექსპერტთა აზრით, 2021 წლის მეორე კვარტალში Brent ტიპის ნავთობის ფასი შესაძლოა დროებით გაიზარდოს ბარელზე 70 დოლარამდე/ბარელზე.

Leave a Reply