2020 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება 8,7%-ით შემცირდა

2020 წელს რუსული კომპანიების მიერ მოპოვებული ნავთობის ოდენობამ შეადგინა 512.1 მილიონი ტონა, რაც 8.7%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის სტატისტიკის სამსახური.

2020 წელს ასევე შემცირდა ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (238,6 მლნ ტონა – 2019 წლის ექსპორტის ოდენობიდან 88,7%).

”ნავთობის ექსპორტის წილმა რუსეთის ექსპორტის მთლიან მოცულობაში 2020 წელს შეადგინა 21,5%, საწვავ-ენერგეტიკული საქონლის ექსპორტში – 43,3% (2019 წელს, შესაბამისად, 28,8% და 46,4%)”, – იტყობინება სტატისტიკის სამსახური.

Leave a Reply