ბრაზილიის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Petrobras-ის სუფთა მოგებამ 2020 წელს შეადგინა 7,1 მლრდ რეალი (დაახლოებით 1,3 მლრდ დოლარი). ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოცემული მაჩვენებელი 82%-ით ნაკლებია 2019 წლის ფინანსურ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც Petrobras-ის სუფთა მოგებამ შეადგინა დაახლოებით 9,2 მლრდ დოლარი.
კომპანია ფინანსური შემოსავლის ასეთ შემცირებას უკავშირებს Brent მარკის ნავთობის ფასის შემცირებას და შვილობილი სტრუქტურების რეალიზაციისგან ნაკლებ შემოსავალს, ასევე ეროვნული ვალუტირ კურსის 31%-ით დაცემას.