Tag Archives: #აირი

საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ევროპაში გაზის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება. ჰოლანდიურ TTF- ში გაზის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 514 აშშ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება, სექტემბრის ფიუჩერსების ფასს,  2 აგვისტოს 1000 კუბურ მეტრზე 520 აშშ დოლარს  გადააჭარბა. EEX მონაცემების თანახმად, ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 485 აშშ დოლარია. რაც შეეხება 2021 წელს, იანვრიდან TTF-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საშუალო ფასმა ათას კუბურ მეტრზე 265 აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, რუსეთის გაზის ექსპორტიორი “გაზპრომის” 2021 წლის ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

2020 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას 34 მიმწოდებელი ახორციელებდა

სემეკის მიერ მომზადებული 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა (91%). ამასთან, 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 1%-ით შემცირდა. კლება ძირითადად შეეხო ავტოგასამართი სადგურებისა და ...

Read More »
ბათუმში 29 მარტიდან ბუნებრივი აირი გაითიშება

5600-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაცნობებთ, რომ 3 აგვისტოს, დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის აუცილებელი სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო 5600-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი დროებით შეუწყდება. საბურთალოსა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება სამშაბათს, 3 აგვისტოს, 10:00 საათზე შეუწყდება და სრულად აღდგება 4 აგვისტოს 10:00 საათზე. გაზის მიწოდება შეუწყდება: საბურთალოს რ-ში–იური გაგარინის ქ. 18-ში, ი. გაგარინის ქ. 29-ში მდებარე ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ანალიტიკოსების ინფორმაციით, აშშ-ში ბუნებრივი აირის ფასები იზრდება ადმინისტრაციის წარუმატებელი მცდელობების გამო, შეაჩერონ Nord Stream 2-ის მშენებლობა

ანალიტიკოსების აზრით, შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის ფასები იზრდება, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარუმატებელი მცდელობების გამო, შეაჩერონ Nord Stream 2-ის მშენებლობა. Ycharts–ის ექსპერტების ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ფასები წელიწადში 40%–ზე მეტად გაიზარდა, იანვრიდან კი ერთი გალონის (3,78 ლიტრი) ფასი 2,46 დოლარიდან 3,24 დოლარამდე გაიზარდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ  ბაიდენის მმართველობის პერიოდში, ღირებულება თითქმის 32%–ით არის გაზრდილი. აღინიშნა, რომ ბუნებრივი აირის ფასები იზრდება ...

Read More »

“მანგლისში, სადაც ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა, განხორციელდა 11 მილიონიანი პროექტი და 1 600-მდე ოჯახს გაზი მიეწოდება”

მანგლისის გაზიფიცირება მართლაც ისტორიული მოვლენაა, აქ არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და ჩვენი მთავრობის გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ზუსტად ერთი წლის წინ, მიუხედავად პანდემიისა, დავიწყეთ ამ დასახლების გაზიფიცირება. საკმაოდ რთული პროექტი იყო, ძვირადღირებული, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და დაახლოებით 1 600-მდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ახლად ...

Read More »

ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 99%-ით არის დასრულებული და მისი განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ 99%-ით არის დასრულებული. მოსაზრება, რომ შეიძლებოდა რამის თქმა ან გაკეთება მისი შეჩერების მიზნით, შეუძლებელია. მე ძალიან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ანგელა მერკელთან. გერმანიის მთავრობა ვალდებულებების საკითხზე მუშაობს, რაც იმას ითვალისწინებს, რომ თუ რუსეთი უკრაინას და სხვა ქვეყნებს ზიანს მიაყენებს, გერმანიის ...

Read More »

პუტინი და ლუკაშენკო ბუნებრივი აირის ფასზე შეთანხმდნენ

რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის პრეზიდენტებს – ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებებმა პეტერბურგში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, განუცხადა RIA Novosti-ს რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს რამოდენიმე საკითხი და შეიმუშავეს სამოქმედ გეგმები საბაჟო, ენერგეტიკულ და საგადასახადეო მიმართულებით, დასძინა მან. ”პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებები, რომლებიც გაიმართა პეტერბურგში, დასრულდა. პრეზიდენტებს ძალიან დეტალური ...

Read More »

მერკელი: Nord Stream 2 უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას საფრთხეს არ უქმნის

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მტკიცებით, ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის გავლით, გაზის მიწოდება Nord Stream 2-ის მშენებლობის შემდეგაც გაგრძელდეს. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ მილსადენი პოლიტიკურ იარაღად არ გამოიყენოს. “ყველანაირად ვცდილობთ იმის ახსნას, რომ Nord Stream 2 არ შეცვლის უკრაინის გავლით დაპირებულ მიწოდებას”, – განაცხადა მერკელმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. Nord Stream 2 ხუთშაბათს მერკელისა ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მოპოვება 6%-ით გაიზარდა

2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში 25,8 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით ბუნებრივი აირი იქნა მოპოვებული. აღნიშნულის თაობაზე იუწყება აზერბაიჯანული Report. BP-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ენერგეტიკის წლიური სტატისტიკური მიმოხილვის თანახმად, 2020 წელს ბუნებრივი აირის წარმოება 6%-ით მეტია, 2019 წლის მაჩვენებელს. 2019 წლის ბოლოსთვის, აზერბაიჯანში გაზის მოპოვება 24,3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ბუნებრივი აირის წარმოება 2000 წლის ბოლოს  16,3 მილიარდ კუბურ მეტრს ...

Read More »
რა გაზი მოგვაწოდა აზერბაიჯანმა

როდემდე გვეყოფა ნავთობი და გაზი?

ნავთობი ბუნებრივი რესურსია, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ორგანული ნივთიერებების ხრწნის შედეგად წარმოიქმნება. ყველა სხვა ბუნებრივი რესურსისგან განსხვავებით, ის გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელია. ეკონომიკის განვითარებასა და მსოფლიო პოპულაციის ზრდასთან ერთად იზრდება ნავთობისა და გაზის მოხმარება. ამ დროისთვის ერთი მოქალაქე ყოველწლიურად დაახლოებით 5 ბარელ (დაახლოებით 800 ლიტრ) ნავთობს მოიხმარს. ყოველწლიური მსოფლიო მოხმარება კი 100 მილიონ ბარელს აღემატება. 2019 წლის ბოლოს ნავთობისა და გაზის ...

Read More »