ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ანალიტიკოსების ინფორმაციით, აშშ-ში ბუნებრივი აირის ფასები იზრდება ადმინისტრაციის წარუმატებელი მცდელობების გამო, შეაჩერონ Nord Stream 2-ის მშენებლობა

ანალიტიკოსების აზრით, შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის ფასები იზრდება, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარუმატებელი მცდელობების გამო, შეაჩერონ Nord Stream 2-ის მშენებლობა.

Ycharts–ის ექსპერტების ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ფასები წელიწადში 40%–ზე მეტად გაიზარდა, იანვრიდან კი ერთი გალონის (3,78 ლიტრი) ფასი 2,46 დოლარიდან 3,24 დოლარამდე გაიზარდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ  ბაიდენის მმართველობის პერიოდში, ღირებულება თითქმის 32%–ით არის გაზრდილი.

აღინიშნა, რომ ბუნებრივი აირის ფასები იზრდება ადმინისტრაციის წარუმატებელი მცდელობების პარალერულად, შეაჩერონ Nord Stream 2-ის მშენებლობა.

წლის განმავლობაში ბენზინზე ფასები დაახლოებით იმავე დიაპაზონში გაიზარდა. სტატისტიკისა და ენერგეტიკის ინფორმაციის დამოუკიდებელი ბიუროს მონაცემებით, გასულ ივნისში გალონის ღირებულება საშუალოდ 2.17 დოლარს შეადგენდა, ხოლო ივნისში – 3.16 დოლარს. საწვავის ფასებმა საგრძნობლად მოიმატა ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლისთანავე. წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოფნის ბოლო ექვსი თვის მანძილზე, 1 გალონი ბენზინი დაახლოებით 2.2 დოლარი ღირდა. ამერიკელებს გალონში 3 დოლარზე მეტი 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გადაუხდიათ.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply