Tag Archives: #თურქეთი

თურქეთი ზამთარს ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი გაზით გადაიტანს

ანკარა ვაშინგტონთან გათხევადებული ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა თავიდან აირიდოს ზამთრის სეზონზე ენერგომომარაგებაში შესაძლო შეფერხებები. ამის შესახებ თურქული გამოცემა Dünya ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. „…მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირების მხრივ ჯერ პრობლემები არ შექმნილა, უნდა გავითვალისწინოთ შარშანდელი პრობლემები. ასევე ვითვალისწინებთ მოხმარების შესაძლო მკვეთრ ზრდას. ამერიკასთან გათხევადებული ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – წერს თურქული გამოცემა. გამოცემის ინფორმაციით, თურქეთში ...

Read More »
ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

ერდოღანი – ევროპა ამ ზამთარს სერიოზული პრობლემებით გაატარებს, ევროპამ რაც დათესა, იმას მოიმკის

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპა ამ ზამთარს სერიოზული პრობლემებით გაატარებს. როგორც ერდოღანმა ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ევროპამ რაც დათესა, იმას მოიმკის. „ამ დროისთვის ბუნებრივ აირთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროპა რეალურად მოიმკის, რასაც თესავს. ევროპის დამოკიდებულება პუტინის მიმართ, სანქციების პრაქტიკა, რა თქმა უნდა, პუტინმაც უთხრა მათ: „თუ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ მეც ასე ...

Read More »

ერდოღანი: თურქეთს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია. როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხდა. მათივე ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და გამოთქვეს მზადყოფნა, გეგმის მიხედვით გაგრძელდეს თურქეთში აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. ამასთან, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ დეტალურად განიხილონ ეს საკითხები უზბეკეთის ...

Read More »
ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

თურქეთმა ივნისში გაზის იმპორტი შეამცირა

თურქეთში ბუნებრივი გაზის იმპორტი ივნისში 5,6%–ით შემცირდა წინა წლის ივნისთან შედარებით და 3,836 მლრდ კბ/მ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი სამმართველო ავრცელებს. მთელი იმპორტიდან 3,274 მლრდ კბ/მ გაზი ქვეყანამ მილსადენებით მიიღო, ხოლო 561,8 მლნ კბ/მ გათხევადებული ბუნებრივი გაზის სახით ტანკერებიდან. საანგარიშო პერიოდში მილსადენებით გაზის იმპორტი 13,5%–ით შემცირდა, ხოლო ტანკერებით მიღებული გათხევადებული გაზის მოცულობა 102%–ით გაიზარდა. ივნისში ყველაზე ...

Read More »

ერდოღანი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე პუტინთან ისაუბრებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაელაპარაკება. ერდოღანი მანამდე, ხუთშაბათს, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 18 აგვისტოს, უკრაინულ ქალაქ ლვივში მხარეებს შორის გამართული საუბრის ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური იყო, რომლის ტერიტორიაც ბოლო რამდენიმე კვირაა იბომბება. ობიექტს დღეს რუსეთი აკონტროლებს. დაბომბვებს კიევი და ...

Read More »

„როიტერი“ – თურქეთმა მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა

თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა განსაკუთრებით აქტიური გახდა გაზაფხულის შემდეგ. ამასთან, მედიის ცნობით, Refinitiv-ის მონაცემებით, თურქეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი დღეში 200 ათასი ბარელით გაზარდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, ანალოგიურ პერიოდში 98 ათასს შეადგენდა. შეგახსენებთ, თურქეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები არ ...

Read More »
დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

საქართველო თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას გეგმავს

2025-2032 წლებისთვის, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კავკასიის (შავი ზღვის აუზის ქვეყნების) რეგიონში დაგეგმილი ენერგეტიკული ინტეგრაციის ამოცანათა გადაჭრაში. რაც გულისხმობს ამ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლას და საქართველოს ჰიდროენერგორესურსების ათვისებასა და გამოყენებას, – აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმაში. არსებული გეგმის მიხედვით, 2025-2032 წლებისთვის მნიშვნელოვნად გაძლიერდება საქართველოს ენერგოსისტემის კავშირის ხაზები მეზობელ ენერგოსისტემებთან; თურქეთთან მიმოცვლის შესაძლებლობა გაიზრდება 1050 მგვტ-მდე, ...

Read More »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი გამოვცადოთ, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს

ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი გამოვცადოთ, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლვოვში უკრაინის პრეზიდენტთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა. „ჩვენ არ გვსურს განვიცადოთ ახალი ჩერნობილი. თურქეთი, ერთის მხრივ ძალისხმევას არ იშურებდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასასრულებლად, მეორე ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი: თურქეთი ენერგორესურსების ბაზარზე პოზიციებს იძლიერებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაოფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შეიარაღებისა და ენერგორესურსების ბაზარზე პოზიციებს იძლიერებს. „მხოლოდ ბოლო 20 წელია, ჩვენი ქვეყანა იარაღის იმპორტიორების რიგებში აღარ არის. თურქეთი იარაღის წარმოებისა და მიწოდების კუთხით მსოფლიო ბაზრის მსხვილი მოთამაშეა“, – ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, თურქეთის პროვინცია ჩორუმში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სფეროში თურქეთის იმპორტდამოკიდებულება 21 წლის მინიმუმზეა. „ჩვენი ძალისხმევა არ შემოიფარგლება მხოლოდ თავდაცვის სექტორით. ენერგეტიკის ...

Read More »

ცნობილია, როდის მიიღებს თურქეთი შავი ზღვიდან გაზის პირველ მოცულობას

გაზის პირველ მოცულობას, თურქეთი შავი ზღვის შელფზე მდებარე „საქარიას“ საბადოდან 2023 წლის მარტში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, შავი ზღვის თურქულ სექტორში 2200 მეტრის სიღრმეზე მთელი „ენერგეტიკული ბაზა“ იქმნება. „ზღვის ფსკერზე უკვე გაყვანილია 120 კმ მილები. დარჩენილია 50 კმ“, – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

Read More »