გაზის პირველ მოცულობას, თურქეთი შავი ზღვის შელფზე მდებარე „საქარიას“ საბადოდან 2023 წლის მარტში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა.
მისი თქმით, შავი ზღვის თურქულ სექტორში 2200 მეტრის სიღრმეზე მთელი „ენერგეტიკული ბაზა“ იქმნება.
„ზღვის ფსკერზე უკვე გაყვანილია 120 კმ მილები. დარჩენილია 50 კმ“, – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.