თურქეთი ზამთარს ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი გაზით გადაიტანს

ანკარა ვაშინგტონთან გათხევადებული ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა თავიდან აირიდოს ზამთრის სეზონზე ენერგომომარაგებაში შესაძლო შეფერხებები. ამის შესახებ თურქული გამოცემა Dünya ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„…მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირების მხრივ ჯერ პრობლემები არ შექმნილა, უნდა გავითვალისწინოთ შარშანდელი პრობლემები. ასევე ვითვალისწინებთ მოხმარების შესაძლო მკვეთრ ზრდას. ამერიკასთან გათხევადებული ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – წერს თურქული გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთში ზამთრის სეზონზე ტურისტების რაოდენობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. გაზეთი ასევე წერს, რომ ევროპელმა პენსიონერებმა, რეკორდულად გაძვირებული კომუნალური გადასახადების გამო, შესაძლოა თურქეთს მიაშურონ, სადაც ზამთარში სუბსიდირებული გაზით შეძლებენ გათბობას.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply