ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

თურქეთმა ივნისში გაზის იმპორტი შეამცირა

თურქეთში ბუნებრივი გაზის იმპორტი ივნისში 5,6%–ით შემცირდა წინა წლის ივნისთან შედარებით და 3,836 მლრდ კბ/მ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი სამმართველო ავრცელებს.

მთელი იმპორტიდან 3,274 მლრდ კბ/მ გაზი ქვეყანამ მილსადენებით მიიღო, ხოლო 561,8 მლნ კბ/მ გათხევადებული ბუნებრივი გაზის სახით ტანკერებიდან.

საანგარიშო პერიოდში მილსადენებით გაზის იმპორტი 13,5%–ით შემცირდა, ხოლო ტანკერებით მიღებული გათხევადებული გაზის მოცულობა 102%–ით გაიზარდა.

ივნისში ყველაზე მეტი გაზი თურქეთმა რუსეთიდან მიიღო – 1,689 მლრდ კბ/მ. შემდეგ მოდის ირანი – 855 მლნ კბ/მ და აზერბაიჯანი – 729,4 მლნ კბ/მ.

ამავე პერიოდში რუსეთიდან და ირანიდან იმპორტი, შესაბამისად, 29,5%–ით და 1,4%–ით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 39,6%–ით გაიზარდა.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply