Tag Archives: #ატომი

აშშ: ბირთვულ შეთანხმების აღდგენაზე ირანის პოზიცია ‘დამაიმედებელია’

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანმა ბირთვული შეთანხების აღსადგენად ამერიკისთვის წაყენებული მოთხოვნებიდან რამდენიმე უკან წაიღო. თეირანი ამერიკისგან რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას აღარ მოითხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა ირანის ქცევას „დამაიმედებელი“ უწოდა. პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი ევროკავშირის მიერ შემუშავებული შეთანხმების ტექსტზე საკუთარ პოზიციას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს. აგვისტოს დასაწყისში ბრიუსელმა თეირანს და ვაშინგტონს ხელშეკრულების „საბოლოო ვერსია“ გადაუგზავნა, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ...

Read More »

ენერგოატომი: რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე სამხედრო ტექნიკა შეიტანა

უკრაინის ენერგეტიკული კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა შეიტანა, სადგურზე რუსი სამხედროების რიცხვი გაიზარდა. ენერგოატომის ინფორმაციით, 22 აგვისტოს სადგურის ტერიტორიაზე ორი ჯავშანმანქანა და ექვსი სატვირთო შევიდა. “სადგურის ტერიტორიაზე ახლა დისლოცირებულია სამხედრო ტექნიკის 40 ერთეული. პირველ ენერგობლოკთან განთავსებულია დაახლოებით 16 სამხედრო მანქანა, მეორესთან – 7. კიდევ 12 ერთეული ოკუპანტებმა ესტაკადის ქვეშ შეიყვანეს” – აცხადებენ უკრაინულ კომპანიაში. ...

Read More »

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ. ამის შესახებ განცხადება გენერალ ლეიტენანტმა, იგორ კირილოვმა გააკეთა. კირილოვი ატომურ ობიექტზე მყოფ რუსულ სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ატომური სადგურის გაჩერება შესაძლოა, მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხდეს, რადგან როგორც მოსკოვში ამბობენ, უკრაინელები აგრძელებენ ატომური ობიექტის მისამართით სროლას. თავის მხრივ, კიევში ამტკიცებენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ატომური სადგურის გარშემო მოვლენების ნებისმიერ ...

Read More »

მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის გამო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის გამო. სატელეფონო საუბარში ემანუელ მაკრონმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის მოწოდება გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის წინადადებას ადგილზე მისიის რაც შეიძლება მალე გაგზავნის შესახებ.

Read More »

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსები კვლავ ბომბავენ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

რუსები კვლავ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას. ადგილობრივი ადმინისტრაცია ენერგოდარის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ტელემარათონის ეთერში ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა. „სამოქალაქო დაცვის ყველა უწყება მუშაობს შეზღუდულ რეჟიმში. ჩვენ ვურჩევთ ხალხს, დატოვონ ენერგოდარი, განსაკუთრებით ქალებმა და ბავშვებმა. ატომურ ელექტროსადგურზე არის ოთხი ელექტროგადამცემი, დარჩა მხოლოდ ერთი. გუშინ დაიბომბა დნიპროს ოლქი და ჩვენს ოპერატორებს მოუწიათ მე-5 ენერგობლოკზე დატვირთვის შემცირება, ეს არის წმინდა ბირთვული ტერორიზმი“, – განაცხადა სტარუხმა. მან განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ...

Read More »

რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. „თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფისა და მისი სრული შედეგების დამალვას, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და სახიფათოა: ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს ბირთვული კატასტროფის რისკის მაქსიმალურად გაზრდისთვის და ატყუებენ მთელ მსოფლიოს, რომ სხვა არის დამნაშავე“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.  მან ხაზგასმით აღნიშნა, ...

Read More »

პოლონეთში ატომური ელეტროსადგურის მშენებლობის მომხრეთა რიცხვი 64%-მდე გაიზარდა

ბაზრის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პოლონელებსი მატულობს იმ პირა რიცხვი, რომლების ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მიმართულებით მუშაობის ტემპის გაზრდას ემხრობა. ARC Rynek i Opinia-ს თქმით, პოლონელთა 64% თვლის, რომ ასეთი სამუშაოები გაბედულად უნდა დაჩქარდეს და მხოლოდ 13% მიიჩნევს, რომ ატომური ელექტროსადგურები არ უნდა აშენდეს. ARC Rynek i Opinia აღნიშნავს, რომ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება. 2006 ...

Read More »

IAEA: რადიაციის დონე ზაპოროჟიეს დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე ნორმაშია

6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს. გაერო კვლავ იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალებას მისცემენ. დაზიანებულია ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამი სენსორის მუშაობაზე. ...

Read More »

გუტერეში: ატომურ სადგურზე ნებისმიერი თავდასხმა თვითმკვლელობაა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მკვლევარებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე წვდომა უნდა მიეცეთ, რათა მისი მდგომარეობა შეისწავლონ. „ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა”, – თქვა გუტერეშმა იაპონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ესაჭიროება სადგურზე წვდომა. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს IAEA-ს ყველა ძალისხმევაში, რათა შეიქმნას ქარხნის სტაბილიზაციის პირობები,” – თქვა გუტერეშმა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სდებენ ბრალს.

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო და ფრონტზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ისაუბრა. როგორც ზელენსკი „ტვიტერში“ წერს, რუსული ბირთვული ტერორი უფრო მკაცრ პასუხს მოითხოვს. „რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, ის მოითხოვს სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე. დადებითად შეფასდა ზღვით მარცვლეულის ექსპორტის დაწყება. ყირიმის პლატფორმის სამიტისა და სხვა ღონისძიებებისთვის მზადება. ხაზი გაესვა უკრაინისთვის, რაც შეიძლება სწრაფად მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის განბლოკვის მნიშვნელობას“, ...

Read More »