ბაზრის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პოლონელებსი მატულობს იმ პირა რიცხვი, რომლების ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მიმართულებით მუშაობის ტემპის გაზრდას ემხრობა.
ARC Rynek i Opinia-ს თქმით, პოლონელთა 64% თვლის, რომ ასეთი სამუშაოები გაბედულად უნდა დაჩქარდეს და მხოლოდ 13% მიიჩნევს, რომ ატომური ელექტროსადგურები არ უნდა აშენდეს.
ARC Rynek i Opinia აღნიშნავს, რომ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება. 2006 წელს გამოკითხულთა ატომური ენერგიის გამოყენების მომხრე 56% იყო. უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი20%. მოწინააღმდეგეთა რიცხოვნობის მკვეთრი შემცირების ფაქტორთა შორის მკვლევარები უკრაინის ომს და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ შანტაჟს და ენერგიის მაღალ ფასებს ასახელებენ.
ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის მომხრეთა რაოდენობას უმაღლესი განათლების მქონე პირთა 70% ემხრობა. მხარდამჭერთა რაოდენობა მამაკაცებში 75%-ია, ქალებში კი 53%.
პოლონეთმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწტვეტილება ჩერნობილის ავარიის შემდეგ მიიღო. 2009 წელს ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგად პოლონელებმა ყველაზე უსაფრთხოდ 1990 წლიდან კონსერვაციის რეჟიმში მყოფი ჟერნოვცის ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიები მიიჩნიეს. ატომური პროექტის განხორციელებისათვის პოლონეთის მთავრობამ 2018 წლიდან შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
წყარო: ipress.ge