IAEA: რადიაციის დონე ზაპოროჟიეს დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე ნორმაშია

6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს.

გაერო კვლავ იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალებას მისცემენ.

დაზიანებულია ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამი სენსორის მუშაობაზე.

9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას.

Leave a Reply