აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანმა ბირთვული შეთანხების აღსადგენად ამერიკისთვის წაყენებული მოთხოვნებიდან რამდენიმე უკან წაიღო.
თეირანი ამერიკისგან რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას აღარ მოითხოვს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა ირანის ქცევას „დამაიმედებელი“ უწოდა.
პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი ევროკავშირის მიერ შემუშავებული შეთანხმების ტექსტზე საკუთარ პოზიციას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.
აგვისტოს დასაწყისში ბრიუსელმა თეირანს და ვაშინგტონს ხელშეკრულების „საბოლოო ვერსია“ გადაუგზავნა, რომელსაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფმა ჟოზეპ ბორელმა „კეთილგონივრული“ უწოდა.