Tag Archives: #ნავთობი

ვაშინგტონი ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ნავთობის სანაცვლოდ შეამსუბუქებს

შეერთებული შტატები ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაში შეამსუბუქებს, თუ ის აშშ-ს ნავთობს მიაწვდის. ინფორმაციას REUTERS ავრცელებს. ვენესუელა აშშ-ს ნავთობის სანქციების ქვეშ 2019 წლიდან იმყოფება და შესაძლოა ნედლი ნავთობის მიწოდების მარშრუტი შეცვალოს, თუ ეს შეზღუდვები მოიხსნება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათი პრიორიტეტი იყო შეერთებული შტატებისთვის ნავთობის მიწოდების უზრუნველყოფა – ამის შესახებ, REUTERS წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ოფიციალურმა პირებმა ვენესუელელ კოლეგებს უთხრეს, რომ ...

Read More »

იაპონია სახალინის ნავთობპროექტების დატოვებას განიხილავს

ტოკიომ შესაძლოა, ნავთობისა და გაზის სახალინის პროექტები დატოვოს. ამის შესახებ იაპონიის მრეწველობის მინისტრ კოიტი ხაგიუდამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. მისი თქმით, ტოკიოს შეუძლია, გადადგას ასეთი ნაბიჯი, თუკი ეს უკრაინის ირგვლივ სიტუაციის მოგვარებას ხელს შეუწყობს. ერთი დღით ადრე მინისტრი აცხადებდა, რომ „სახალინ 1“ და „სახალინ 2“ „ფაქტობრივად, გაიყინება,“ რადგან პროექტებიდან Exxon Mobil და Shell გავიდნენ. თუმცა მან იქვე ...

Read More »

ნიდერლანდების პრემიერი: ევროკავშირს არ შეუძლია სრულად შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის მიღება – ეს არასასიამოვნო სიმართლეა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია სრულად შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის მიღება. „ჩვენ უნდა განვიხილოთ ჩვენი დაუცველობა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების თვალსაზრისით. მე არ მოვუწოდებ, რომ დღესვე შევწყვიტოთ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის მიღება. ევროკავშირს რუსეთიდან მიწოდება სჭირდება. ეს არასასიამოვნო სიმართლეა“, – აღნიშნა მარკ რუტემ. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მიმართულია რუსეთის ხელმძღვანელობაზე ...

Read More »

ამერიკელების 79% რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს უჭერს

ამერიკელების 79% რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს უჭერს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს გაზის გაძვირებას გამოიწვევს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა The Wall Street Journal-ის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 13% ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ იმპორტის აკრძალვას დემოკრატების 88% და რესპუბლიკელების 77% ემხრობა. 4-7 მარტს ჩატარებულ კვლევაში 529 ადამიანი მონაწილეობდა. 8 მარტს ჯო ბაიდენმა ამერიკაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 8 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 12.30 (+ 1.31) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 124.70 (+ 1.00) დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლევან დავითაშვილი: საწვავსა და ენერგომატარებლებზე ფასის ზრდაზე: ჩვენს შემთხვევაში არის გარკვეული უპირატესობები

ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ საწვავსა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდაზე ისაუბრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა საქართველოს ამ მხრივ გარკვეული უპირატესობები აქვს. „ჩვენს შემთხვევაში არის გარკვეული უპირატესობები. გაზაფხული მოდის და ​საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება ბუნებრივად გაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენი განახლებადი ენერგიის წყაროები მოგვცემს ამის საშუალებას. ასევე გვაქვს შედარებით სტაბილური ხელშეკრულებები ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, იგივე გაზთან მიმართებაში. ესეც გარკვეული უპირატესობაა ...

Read More »

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა დროთა განმავლობაში რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შემცირების შესახებ გეგმას წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მათი გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს. BBC-ის ინფორმაციით, ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყნის ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ქსელებს საკმაო დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8%-ს შეადგენს. დღეს ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაერთიანება რუსულ ნავთობსა დ ...

Read More »

კულება: მადლობა Shell-ს მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მადლობას უხდის კომპანია Shell-ს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისთვის. მისი თქმით, ეს ნაბიჯი წაახალისებს სხვა მსოფლიო ბიზნესებსაც. “მადლობა Shell-ს ამ მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის და სხვა მსოფლიო ბიზნესების წახალისებისთვის”, — წერს ის.

Read More »

CNN – ჯო ბაიდენი დღეს სავარაუდოდ, აშშ-ში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სავარაუდოდ, დღეს რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს. მედიის ინფორმაციით, აშშ ამ ნაბიჯს ცალმხრივად გააკეთებს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ევროპელ ქვეყნებს შორის უთანხმოების გამო – აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უფრო მეტად არიან დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე, ვიდრე აშშ. ჯო ბაიდენი სპეციალურ მიმართვას ადგილობრივი დროით 10:45-ზე გააკეთებს. ამასთან ...

Read More »

აშშ ვენესუელისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სწავლობს ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების საკითხს, რათა ბაზარზე დიდი რაოდენობით ნავთობი შემოვიდეს და რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამის შესახებ ინფორმაცია 7 მარტს CNN-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ჟურნალისტს წყარომ განუცხადა, რომ სანქციების შემსუბუქება არა მხოლოდ შეამცირებს “გლობალურ დამოკიდებულებას რუსულ ნავთობზე”, არამედ სამხრეთ ამერიკაში მოსკოვი ერთ-ერთი მთავარ მოკავშირეს დაკარგავს. CNN-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში გაემგზავრნენ. ...

Read More »