დიდი ბრიტანეთის მთავრობა დროთა განმავლობაში რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შემცირების შესახებ გეგმას წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.
მათი გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს.
BBC-ის ინფორმაციით, ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყნის ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ქსელებს საკმაო დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8%-ს შეადგენს.
დღეს ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაერთიანება რუსულ ნავთობსა დ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ეტაპობრივად აპირებს.