შეერთებული შტატები ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაში შეამსუბუქებს, თუ ის აშშ-ს ნავთობს მიაწვდის. ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ვენესუელა აშშ-ს ნავთობის სანქციების ქვეშ 2019 წლიდან იმყოფება და შესაძლოა ნედლი ნავთობის მიწოდების მარშრუტი შეცვალოს, თუ ეს შეზღუდვები მოიხსნება.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათი პრიორიტეტი იყო შეერთებული შტატებისთვის ნავთობის მიწოდების უზრუნველყოფა – ამის შესახებ, REUTERS წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ოფიციალურმა პირებმა ვენესუელელ კოლეგებს უთხრეს, რომ აშშ-ს სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება განპირობებული იქნებოდა იმით, თუ ვენესუელას ნავთობი პირდაპირ შეერთებულ შტატებში გაიგზავნება, აცხადებენ წყაროები.