ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია სრულად შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის მიღება.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ ჩვენი დაუცველობა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების თვალსაზრისით. მე არ მოვუწოდებ, რომ დღესვე შევწყვიტოთ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის მიღება. ევროკავშირს რუსეთიდან მიწოდება სჭირდება. ეს არასასიამოვნო სიმართლეა“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მიმართულია რუსეთის ხელმძღვანელობაზე და არა რუს ხალხზე.
9 მარტს, ევროკავშირმა მიმდინარე წელს რუსულ ბუნებრივ აირზე თავისი დამოკიდებულების 2/3-ით შემცირებისა და 2030 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმის გეგმა გამოაცხადა.
აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.