Tag Archives: #ნავთობი

საქართველოში იანვარ-სექტემბერში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 576.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.2 პროცენტი შეადგინა. წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 576.3 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი ...

Read More »

“OPEC +”-მა სექტემბერში მოპოვების შეზღუდვის მოთხოვნები გადაჭარბებით შეასრულა

“OPEC +”-ის ალიანსმა სექტემბრის თვეში შეთანხმება ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით 115%-ით შეასრულა. სააგენტო Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “OPEC +”-ის შესრულებამ შემცირებაზე 115%-ს მიაღწია სექტემბრის თვეში. აგვისტოში შეთანხმება 116%-ით შესრულდა”, – აცხადებს სააგენტო. შეთანხმების მოთხოვნების გადაჭარბებით შესრულება ნიშნავს იმას, რომ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ შეუძლია მოპოვების გაზრდა შეთანხმებულ მოცულობამდე, ნათქვამია განცხადებაში. შედეგად ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების ...

Read More »

„როიტერი“ – ნავთობის ფასმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

ნავთობის ფასმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. „როიტერის“ ინფორმაციით, კოვიდპანდემიით დაზარალებულ ქვეყნებში ეკონომიკის გამოცოცხლებასთან ერთად და ბუნებრივ აირზე რეკორდულად გაზრდილი ფასის ფონზე, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნამ იმატა. გამოცემის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა 85.73 დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. „ვესტ ტექსას ინტერმედიეტის“ ბარელის ფასი კი, დღეისათვის 83.40 დოლარად განისაზღვრა, რაც 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

Read More »

ნავთობის ფასმა 85 დოლარს გადააჭარბა

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.53 (+0.67)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.21 (+0.96)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე 300 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

კალიფორნიაში ნავთობის გაჟონვის მიზეზებს იძიებენ

სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ თუ რამ გამოიწვია კალიფორნიაში ნავთობის წყალქვეშა მილსადენის დაზიანება, რის შედეგადაც ოკეანეში ნავთობი დიდი რაოდენობით ჩაიღვარა. მილსადენი ოკეანის ფსკერზე, დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. თავდაპირველი ვერსიით გამოძიება იმის დადგენას ცდილობდა, დააზიანა თუ არა მილსადენი ერთ-ერთი სატვირთო გემის ღუზამ. თუმცა მოგვიანებით, ამ ვერსიასთან დაკავშირებით შეკითხვები გაჩნდა, რადგან წყალქვეშ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ მილსადენის ზედაპირზე არსებული დაზიანება, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ...

Read More »

ჯო ბაიდენი საწვავის გაძვირების გამო რეიტინგს კარგავს

ამერიკის პრეზიდენტი ამომრჩეველთა მხარდაჭერას კარგავს – ამ დროისთვის მისი რეიტინგი 38%-ს არ აღემატება. ამის ახსნა როგორც შიდა, ასევე საგარეო ჩავარდნებით შეიძლება, თუმცა, მთავარი ფაქტორია ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირება ქვეყანაში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ენერგეტიკაში მდგომარეობის გამოსწორებისთვის შესაძლოა დემოკრატებს თავიანთი კლიმატური დღის წესრიგიც გადახედვაც მოუწიოთ. წლის მანძილზე 1 გალონი ბენზინი (3,8 ლიტრი) 1 დოლარით, 3.2 დოლარამდე გაძვირდა, რაც ამერიკელების საფულეებს მნიშვნელოვნად აზარალებს. რამდენიც ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ფასი სწრაფად უახლოვდება 85 დოლარს

2021 წლის 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.86 (+ 0.86)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.97 (+ 0.97)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნოვაკმა არ გამორიცხა ზამთარში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება

სანავთობო ბაზარი დაბალანსებულია, არ არსებობს პრობლემები არასტაბილურობასთან დაკავშირებით როგორც გაზის ბაზარზე, მაგრამ ზამთარში შეიძლება მოხდეს ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება. ასეთი მოსაზრება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ფორუმზე “რუსეთის ენერგეტიკული კვირა”. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. მისი თქმით, სანავთობო ბაზრის აღდგენა მოხდება თანმიმდევრულად: 2021 წელს მოთხოვნილების ზრდა შეადგენს 6 მილიონ ბარელს/დღეში, ხოლო 2022 წელს ბაზარი შესაძლოა სრულად აღდგეს 2020 წლის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.1 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.1 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 427 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა სააგენტო”. ბენზინის მარაგები შემცირდა 2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  223,1 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები უცვლელი დარჩა და შეადგინა  129,331 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

მსოფლიოში ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციას ავლენს. მიმდინარე წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა, უფრო კონკრეტულად, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 84 დოლარს გადააჭარბა, რაც უკანასკნელი სამი წლის რეკორდული მაჩვენებელია. გლობალურ ბარზებზე ნავთობის ღირებულების ზრდის პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასმა ისევ მოიმატა. სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავზე ფასები საშუალოდ 4.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს ...

Read More »