გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.1 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 427 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა სააგენტო”.
ბენზინის მარაგები შემცირდა 2 მილიონი ბარელით და შეადგინა 223,1 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები უცვლელი დარჩა და შეადგინა 129,331 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,4 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.