საქართველოში იანვარ-სექტემბერში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 576.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.2 პროცენტი შეადგინა. წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 576.3 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 530.2 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნებიდან პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 247.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 718.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 599.9 მლნ. აშშ დოლარით.

Leave a Reply