ბირთვული ენერგია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების ნაწილია, – ამბობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი. გლაზგოში COP26-ის კონფერენციაზე რაფაელ გროსიმ აღნიშნა, რომ ბირთვული ენერგია მსოფლიოში გამომუშავებული მთლიანი სუფთა ენერგიის 25 პროცენტზე მეტს აწარმოებს, მისი აზრით, მსოფლიო ამის გარეშე ვერასდროს მიაღწევს შედეგს. ელექტროენერგიის ფასები ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს, ამიტომ მსოფლიოს სასწრაფოდ სჭირდება წიაღისეული საწვავის ეტაპობრივი გაუქმება, ბირთვული ენერგიის საკითხი დებატებში ...
Read More »Tag Archives: #ატომური
რუსეთს და ირანს ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით დაბრუნება სურთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, სატელეფონო საუბრის დროს მოწოდება გამოთქვეს, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება აღდგეს პირვანდელი სახით. „მათ აღნიშნეს, რომ ესაა ერთადერთი საშუალება, უზრუნველყოფილ იქნეს ყველა მხარის უფლებები და ინტერესები“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბრის განცხადებაში. ბირთვული შეთანხმება გაფორმებულ იქნა 2015 წელს ერთი მხრივ ირანს და მეორე მხრივ მსოფლიოს სახელმწიფოებს ...
Read More »ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი გააორმაგა
ირანი ურანის გამდიდრების ტემპს არ ანელებს და გასული თვის განმავლობაში მისი მარაგი თითქმის გაორმაგდა. აღნიშნულის თაობაზე გამოცემა Deutsche Welle იუწყება. ირანის ბირთვული სამინისტროს ხელმძღვანელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა, რომ ირანს 210 კგ-ზე მეტი 20 პროცენტამდე გამდიდრებული და 25 კგ 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი აქვს. შეგახსენებთ, რომ ირანისა და ექვს ქვეყანას ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება.
Read More »ირანის განცხადებით ბირთვული შეთანხმების წარმეტებით დასრულებისთვის ბაიდენის მხრიდან გარანტიების მიცემაა აუცილებელი
2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ ირანსა და შეთანხმების ხელმომწერ სხვა ქვეყნებს შორის მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არ არის, გასცეს გარანტიები, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას აღარ მიატოვებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ალი შამხანიმ განაცხადა. “აშშ-ის პრეზიდენტი არ არის მზად გარანტიების მისაცემად. თუ არსებული სტატუს კვო გაგრძელდება, მოლაპარაკებების შედეგი ნათელია”, – აღნიშნა ალი ...
Read More »ბირთვული ენერგიის უსაფრთხოება
არის თუ არა ბირთვული ენერგია უსაფრთხო? ეს არის ის პრობლემა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას. საფრანგეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ ბირთვული ენერგიის გამოყენებას, ავსტრია და გერმანია კი ეწინააღმდეგებიან ამ გადაწყვეტილებას. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბირთვული ენერგია უსაფრთხოა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ ევროპას სჭირდება ბირთვული ენერგია. უკვე ადამიანებიც ხვდებიან, რომ ეს არის მეცნიერება და ...
Read More »ორთქლის გაჟონვის გამო, როსტოვში ბირთვული ელექტროსადგური გამორთეს
როსტოვის ბირთვული ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკი დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას tass-ი ავრცელებს. ელექტროსადგურის დახურვის მიზეზი სადგურიდან ორთქლის გაჟონვა გახდა. ელექტროსადგურის წარმომადგენლების თქმით, რადიაციის დონე ნორმალურია და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ბირთვულ ელექტროსადგურზე მუშებმა 18-მილიმეტრიანი ნაპრალი იპოვეს, საიდანაც ორთქლმა გაჟონა.
Read More »ევროკავშირი: 21 ოქტომბერს არ გაიმართება ირანთან მოლაპარაკება
ევროკავშირის განცხადებით, 21 ოქტომბერს ბრიუსელში არ არის დანიშნული ირანთან შეხვედრა, რომლის თემაც უნდა ყოფილიყო მოლაპარაკების განახლება 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის შესახებ. ევროკავშირის ეს ცნობა წინააღმდეგობაში მოდის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებასთან. “ხუთშაბათს შეხვედრა არ გაიმართება” – უთხრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ სააგენტო “ფრანს პრესს” 18 ოქტომბერს. “ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ როდის, ...
Read More »ირანის პრეზიდენტი: ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებს. თუ ამერიკელები სერიოზულად განწყობილნი არიან, მათ ირანს უსამართლო სანქციები უნდა მოუხსნან“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. 13 ოქტომბერს, ირანის საკითხზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობ მელიმ განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ყველა ვარიანტი განიხილოს, თუ ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას არ დაუბრუნდება. „ჩვენ მზად ...
Read More »საფრანგეთი 2030 წლისთვის მცირე ბირთვულ რეაქტორებს ააშენებს
საფრანგეთის მთავრობა დაეხმარება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანიას Electricite de France-ს (EDF) 2030 წლისთვის ეგრეთ წოდებული მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების (SMR) განვითარებაში. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება ნიშნავს, რომ ის გლობალური ნახშირბადის ემისიების შემცირების გასაღებს ბირთვულ ენერგიაში ხედავს. ეს ასევე ხდება მაშინ, როდესაც საფრანგეთი და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანა ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ ატომური ენერგია, რომელიც წარმოქმნის ტოქსიკურ ნარჩენებს, მაგრამ ძალიან ...
Read More »ენტონი ბლინკენი: დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში, ირანის ბირთვულ პროგრამაში დასაბრუნებლად სხვა საშუალებებს გამოვყენებთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში, ირანის ბირთვულ პროგრამაში დასაბრუნებლად სხვა საშუალებებს გამოიყენებენ. აღნიშნულის შესახებ ენტონი ბლინკენმა ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, თუ ირანი უარს იტყვის ბირთვული შეთანხმებების პირობების შესრულებაზე, განიხილება სხვა ვარიანტები ირანიდან მომდინარე გამოწვევების გასამკლავებლად. ბლინკენის განცხადებით, დიპლომატია არის ყველაზე ეფექტური გზა, თუმცა დიპლომატიური გზით საკითხების ...
Read More »