Tag Archives: #ატომური

მიხაილ პოდოლიაკი: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საშიშია, ეს არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და თავად რუსეთისთვის

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საშიშია, რადგან რუსი დამპყრობლების მოქმედებების გამო სადგური ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა და ახლა არავის ესმის, რა ხდება იქ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან აღნიშნა. „ზოგადად, ჩერნობილში ვითარება ძალიან საშიშია. ოკუპანტების მოქმედების გამო იქ სტაბილური ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვთ ობიექტებს, რომლებიც ელექტრომომარაგების გარეშე უბრალოდ არ უნდა დარჩნენ. ეს არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და, ...

Read More »

ვენაში ირანთან ბირთვული მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო

ავსტრიის დედაქალაქში ალი ბაღერი ყანი ჩავიდა. ის ირანის დელეგაციის ხელმძღვანელია, რომელიც ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით დაწყებული მოლაპარაკების, მორიგ რაუნდში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას თეირანი ავრცელებს. ირანის საინფორმაციო სააგენტოს ISNA ცნობით, ყანი ვენაში დღეს ჩაფრინდა. 2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძელზე, თეირანს სანქციები მოუხსნეს, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვული აქტივობა უნდა შეეზღუდა. 2018 წელს, თეირანის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის ბრალდებით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ...

Read More »

მასკის: ევროპა ბირთვული ენერგიის გამოყენებას უნდა დაუბრუნდეს

ილონ მასკი ფიქრობს, რომ ევროპამ უნდა განაახლოს თავისი “მიძინებული ატომური ელექტროსადგურები”. მან ამაზე ტვიტერით განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის კრიზისის ფონზე ერთადერთი სწორი არჩევანია. მასკის ტვიტი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგეტიკული მოთხოვნილების 20 პროცენტს აკმაყოფილებს.

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილში უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევა არ შეინიშნება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილში უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევა არ შეინიშნება. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა მხარემ ბირთვულ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ორგანიზაცია საქმის კურსში ჩააყენა. სააგენტოს დირექტორის რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ეს არღვევს უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს უწყვეტად უზრუნველყოფის შესახებ. „ამ შემთხვევაში საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო ვერ ხედავს უსაფრთხოებაზე კრიტიკულ გავლენას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »

კულება: 48 საათში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვის საფრთხის წინაშე დავდგებით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ თუ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დენის მიწოდება არ აღდგება, გენერატორი 48 საათში შეწყვეტს მუშაობას და რადიაციის გაჟონვის საფრთხე შეიქმნება: “სათადარიგო დიზელის გენერატორები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს 48 საათის განმავლობაში კვებავს. შემდეგ გაითიშება დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს მაქსიმალურად გაზრდის. რუსეთის ბარბაროსული ომი ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

გერმანიაში სამინისტროები ბოლო ატომური სადგურების შენარჩუნებას მხარს არ უჭერენ

გერმანიის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა რეკომენდაცია არ გაუწიეს ქვეყანაში დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების გახანგრძლივებას. გერმანიაში გასული თვის ბოლოს წამოაყენეს რამდენიმე ატომური სადგურის შენარჩუნების იდეა, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დახურულიყო. მიზანი ქვეყნის რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიაზე დამოუკიდებლობის შემცირება იყო, თუმცა ოფიციალური უწყებების პოზიციით, ამ ნაბიჯის ხარჯები და რისკები აჭარბებს მისგან მიღებულ შეზღუდულ სარგებელს. “სარგებლის, რისკებისა და გაზის მიმდინარე კრიზისის გათვალისწინებით დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია. სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, კავშირი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან, საიდანაც სააგენტო მონაცემებს დისტანციურად იღებდა, შეწყვეტილია. ამასთან, გროსის თქმით, უკრაინულმა მხარემ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება დაახლოებით 210 ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის შეცვლა, რომლებიც ქარხანაში მუშაობენ მას შემდეგ, ...

Read More »

უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ჩატბოტში დაამატეს კატეგორია, რომლითაც მოქალაქეებს ასწავლიან, როგორ იმოქმედონ რადიაციული საფრთხის შემთხვევაში

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საომარი ვითარების გამო შექმნილ ჩატბოტს რადიაციის შესახებ ინფორმაციის კატეგორია დაამატეს. „ამ განყოფილებაში, შეგიძლიათ ნახოთ რჩევები, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ რადიაციული საფრთხის შემთხვევაში, ასევე გაეცნოთ რადიაციული ფონის რუკას უკრაინის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში. მიმდინარე მოვლენებისა და საჭირო ინსტრუქციების გასაცნობად, უკრაინაში WhatsApp-ის ე.წ. ჩატბოტი რამდენიმე დღის წინ შექმნეს. რა არის საჭირო მისით სარგებლობისთვის, ნახეთ ამ ბმულზე.

Read More »

რომელია ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურები – Top-5

2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების საერთო რაოდენობა 52-ია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (International Atomic Energy Agency-IAEA) მონაცემებში წერია. ევროპის ატომური ელექტროსადგურებიდან ექსპლუატაციაში 119 რეაქტორია. მათი ჯამური დადგენილი სიმძლავრე 116,405 მეგავატი, ხოლო სუფთა დადგენილი სიმძლავრე 110,616 მეგავატია. ამასთან, 9 რეაქტორი მშენებარეა, რომლის მთლიანი დადგენილი სიმძლავრით 11 352 მგვტ, სუფთა სიმძლავრე კი 10 682 მგვტ-ია. ევროპაში ...

Read More »

გაეროს ბირთვული მეთვალყურე შეშფოთებულია ვითარებით რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი აგრძელებს მის ოპერირებას, მაგრამ მენეჯმენტი ახლა რუსული ძალების მეთაურის ბრძანებებს ასრულებს, რომელთაც ბირთვული ობიექტი გასულ კვირას დაიკავეს – ამის შესახებ უკრაინის მარეგულირებელზე დაყრდნობით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა.­ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ”მე უკიდურესად შეშფოთებული ვარ”, – აღნიშნა გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ და იქვე დასძინა, რომ რუსულმა ძალებმა გამორთეს ზოგიერთი ...

Read More »