უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ჩატბოტში დაამატეს კატეგორია, რომლითაც მოქალაქეებს ასწავლიან, როგორ იმოქმედონ რადიაციული საფრთხის შემთხვევაში

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საომარი ვითარების გამო შექმნილ ჩატბოტს რადიაციის შესახებ ინფორმაციის კატეგორია დაამატეს.

„ამ განყოფილებაში, შეგიძლიათ ნახოთ რჩევები, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ რადიაციული საფრთხის შემთხვევაში, ასევე გაეცნოთ რადიაციული ფონის რუკას უკრაინის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

მიმდინარე მოვლენებისა და საჭირო ინსტრუქციების გასაცნობად, უკრაინაში WhatsApp-ის ე.წ. ჩატბოტი რამდენიმე დღის წინ შექმნეს. რა არის საჭირო მისით სარგებლობისთვის, ნახეთ ამ ბმულზე.

Leave a Reply