კულება: 48 საათში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვის საფრთხის წინაშე დავდგებით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ თუ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დენის მიწოდება არ აღდგება, გენერატორი 48 საათში შეწყვეტს მუშაობას და რადიაციის გაჟონვის საფრთხე შეიქმნება:

“სათადარიგო დიზელის გენერატორები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს 48 საათის განმავლობაში კვებავს. შემდეგ გაითიშება დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს მაქსიმალურად გაზრდის. რუსეთის ბარბაროსული ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. პუტინმა ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს“, – წერს დმიტრო კულება.

Leave a Reply