მასკის: ევროპა ბირთვული ენერგიის გამოყენებას უნდა დაუბრუნდეს

ილონ მასკი ფიქრობს, რომ ევროპამ უნდა განაახლოს თავისი “მიძინებული ატომური ელექტროსადგურები”. მან ამაზე ტვიტერით განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის კრიზისის ფონზე ერთადერთი სწორი არჩევანია.

მასკის ტვიტი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგეტიკული მოთხოვნილების 20 პროცენტს აკმაყოფილებს.

Leave a Reply