Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

ენკას დირექტორი: მჯერა, რომ ნამახვანჰესი ნამდვილად აშენდება

არსებულ ვითარებას, რომელსაც ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ, აქვს ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დისკუსია, საუბარი, საგნობრივი დისკუსია შესაბამისი არგუმენტებით და ცხადია, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. ნამახვანჰესი არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური სუვერენიტეტისთვის. მე მჯერა, რომ ეს ჰესი ნამდვილად აშენდება აღნიშნული განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში კომპანია ენკას დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ გააკეთა.

Read More »

ლევან ნიკოლეიშვილი: გოლეთიანი დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის, დამაფიქრებელია!

ვინ, როგორ და რა მიზნით დაგეგმა ეს აქცია, ამით აუცილებლად შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, და არა მარტო უნდა დაინტერესდნენ არამედ სიმართლეც უნდა დაადგინონ და ასევე აუცილებლად უნდა უთხრან საზოგადოებას! – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს. „ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი, რომ არა მხოლოდ ჰესის წინააღმდეგ პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება, იმ ფონზე, როდესაც ორგანიზატორი ყმაწვილი, მუდმივად დედის კარნახით (ნინო ბურჯანაძე ...

Read More »

“კოვიდმა ისედაც მოახდინა პარალიზება, ახლა ეკონომიკა უნდა ავამოქმედოთ”

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. “ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი, განახლებადი რესურსების განვითარებაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. რაც შეეხება ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებს, მინისტრი მათ მოუწოდებს, დიალოგში ჩაერთონ, ოღონდ არა ქუჩაში პროტესტის ფორმით. “ზოგადად დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტი. ეს რაღაც განსაკუთრებული პროცესი არ არის, მაგრამ ხელისუფლება ...

Read More »

ზურაბ ქადაგიძე: ეს არის ულტიმატუმი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ღია კონფრონტაცია საზოგადოებასთან

არასდროს დამიფიქსირებია სუბიექტური დამოკიდებულება „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, იმიტომ რომ ვუსმენ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და ვთვლი, რომ ყველა საკითხი საგნობრივი დისკუსიის დროს უნდა გადაწყდეს. თუმცა დღევანდელი მოცემულობა უკვე კარგი მანძილით დაშორდა კონკრეტულ საკითხს და პრაგმატიზმიდან პოლიტიკურ პრიმიტივიზმში გადაიზარდა, – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს. „ულტიმატუმი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ღია კონფრონტაცია საზოგადოებასთან. -მოვახდენთ ქალაქის პარალიზებას!-26 მაისის აღლუმი ჩატარდეს არა ...

Read More »

თალაკვაძე : ხელისუფლება პროტესტს ხედავს და დედაქალაქის პარალიზება საჭირო არაა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რიონის ხეობის მცველების მსვლელობაზე განაცხადა, რომ  პროტესტ ხელისუფლება ხედავს და ქუჩების პიკეტირება საზოგადეოაბს აყენებს ზიანს. “ამ ფორმატში ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენს საზგადოებას. პროტესტი ხელისფლებისთვის დასანახია და დამატებითი  გზის გადაკეტვა, თანამოქალქეებს დისკომფორტს შეუქმნის. საჭირო არ არის დედაქალაქის პარალიზება, არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები”, – განაცხადa არჩილ თალაკვაძემ.

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თვის ბოლოს „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს შეხვდება. „მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პროექტთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია ...

Read More »

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ნამახვანჰესის პროტესტზე

საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურნენ, რომელმაც თბილისში გადმოინაცვლა. როგორც დიპლომატები აცხადებენ, მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს უნდა მოუსმინოს და დიალოგი გახსნას. აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა იპოვოს ბალანსი ჰესის მოწინააღმდეგეთა წუხილსა და ენერგოდამოუკიდებლობას შორის. “მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი საზოგადოების წუხილი გაითვალისწინოს და განიხილოს მთავრობამ, ისევე, როგორც მხარეების წუხილი. ცხადია, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება ...

Read More »

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები ხვალ 4 საათიდან პიკეტირებას გეგმავენ

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხვალ, 25 მაისს თბილისის ქუჩების პიკეტირებას გეგმავენ. ინფორმაცია მედიას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მიაწოდა. “არ გავჩერდებით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, რაც არ უნდა დაღლა ვიგრძნოთ, მთავარია, რომ ბოლომდე გავიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს ერთ რამეს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, როდემდე გაართმევს თავს. ჩვენ უკვე 210 დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ...

Read More »

შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს, ხელს აძლევს რუსეთს

ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი? ეს არის ქვეყნის სიყვარული? ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია, – ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას. „მოიცა, მოიცა, ეს ნამდვილად თქვა?! ნეტა გააზრებული აქვს საერთოდ, რაზე ლაპარაკობს და ნეტავ იცის რამდენს იღებს საკუთარ თავზე?! მოკლედ ლუსტრაცია ...

Read More »

„რიონის ხეობის მცველები“ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვას აპირებენ

„რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით დაიძრნენ. ისინი აპირებენ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტონ მოძრაობა. „ჩვენ რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და ასევე კარვები გვაქვს გაშლილი იქ, ბუნებრივია იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე და იქ რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება. ამავდროულად ახლოს ვიქნებით იმ ...

Read More »