„რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით დაიძრნენ. ისინი აპირებენ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტონ მოძრაობა.
„ჩვენ რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და ასევე კარვები გვაქვს გაშლილი იქ, ბუნებრივია იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე და იქ რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება.
ამავდროულად ახლოს ვიქნებით იმ ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი და გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და 26 მაისს ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ იქამდე არ შესრულდა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნები, მთელი დედაქალაქი დადგება ჩვენს გვერდით”, – მიმართა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს.
მან აქვე კიდევ ერთხელ მოუწოდა დედაქალაქის მცხოვრებლებს, შეუერთდნენ “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციას, მათ შორის 26 მაისს. მისი თქმით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი აღლუმი არა თავისუფლების მოედანზე, არამედ გაიმართება იქ, სადაც “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები დგანან.