არასდროს დამიფიქსირებია სუბიექტური დამოკიდებულება „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, იმიტომ რომ ვუსმენ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და ვთვლი, რომ ყველა საკითხი საგნობრივი დისკუსიის დროს უნდა გადაწყდეს. თუმცა დღევანდელი მოცემულობა უკვე კარგი მანძილით დაშორდა კონკრეტულ საკითხს და პრაგმატიზმიდან პოლიტიკურ პრიმიტივიზმში გადაიზარდა, – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს.
„ულტიმატუმი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ღია კონფრონტაცია საზოგადოებასთან.
-მოვახდენთ ქალაქის პარალიზებას!
-26 მაისის აღლუმი ჩატარდეს არა სახელმწიფოს, არამედ პროტესტანტების აქციების ფარგლებში!
ბევრჯერ შეირყა ეს ქვეყანა დაუფიქრებელი და გაუაზრებელი მოქმედებებით… ბევრჯერ მოხდა დაპირისპირება ირაციონალური ლოზუნგების გამო… ბევრჯერ აღმოვჩნდით „სასარგებლო იდიოტების“ როლში ჩვენი მტრების სასიკეთოდ…
ამიტომ ხომ არ ჯობია ჩვენს საქციელს ცოტა აზრი დავაყოლოთ, სანამ გვიანი არ არის?
P.S. დედაქალაქი სტუმარ-მასპინძლობით არ გამოირჩევა მხოლოდ…“ – წერს ქადაგიძე.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.