თალაკვაძე : ხელისუფლება პროტესტს ხედავს და დედაქალაქის პარალიზება საჭირო არაა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რიონის ხეობის მცველების მსვლელობაზე განაცხადა, რომ  პროტესტ ხელისუფლება ხედავს და ქუჩების პიკეტირება საზოგადეოაბს აყენებს ზიანს.

“ამ ფორმატში ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენს საზგადოებას. პროტესტი ხელისფლებისთვის დასანახია და დამატებითი  გზის გადაკეტვა, თანამოქალქეებს დისკომფორტს შეუქმნის. საჭირო არ არის დედაქალაქის პარალიზება, არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები”, – განაცხადa არჩილ თალაკვაძემ.

Leave a Reply