Tag Archives: #ატომური

ჩინეთს ურანის ზღვის წყლიდან მიღება სურს

ჩინეთს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს ბირთვულ სფეროში. ათობით რეაქტორი ამჟამად მშენებლობის ან შესწავლის პროცესშია. ამასთან, ეს ქვეყანა არ არის თვითკმარი ურანის მარაგების მხრივ და სურს არსებული სიტუაციის გამოსწორება.   ჩინეთი: ბირთვული ენერგიის მომავალი დიდი მოთამაშე ჩინეთი ცნობილია, როგორც მსოფლიოში ქვანახშირის უდიდესი მწარმოებელი. იგი კვლავაც აქტიურად აგრძელებს ხსენებული წიაღისეული საწვავის გამოყენებას. თუმცა, ქვეყანამ ასევე დაიწყო ენერგეტიკული ტრანსფორმაციისკენ სვლა და მის ფარგლებში, ...

Read More »

ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნაფტალი ბენეტმა ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას შეცდომა უწოდა. ბენეტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება ოფიციალურ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს. „ირანულ მხარესთან ბირთვული შეთანხმების განახლება შეცდომაა. ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას“, – განაცხადა ბენეტმა.

Read More »
თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ირანის შემდეგი პრეზიდენტი ქვეყნის ბირთვულ კურსს არ შეცვლის

ირანის მთავრობის სპიკერს განცხადებით, ირანის შემდეგი პრეზიდენტი ბირთვულ მოლაპარაკებებში ქვეყნის კურსს არ შეცვლის. ირანის პოლიტიკა ბირთვული შეთანხმების მიმართ და მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განახლდეს დიპლომატიური პროცესი, გაგრძელდება პრეზიდენტ ჰასან რუჰანის თანამდებობის დატოვების შემდეგ, იმისდა მიუხედავად, ვინ გახდება მთავრობის ახალი მეთაური. “2015 წლის შეთანხმების სხვა მონაწილეებთან, მათ შორის აშშ-სთან ურთიერთობის პოლიტიკა შეიქმნა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მიერ და მას ...

Read More »

გაერო-ს ბირთვული უსაფრთხოების სამეთვალყურეო ორგანოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში პლუტონიუმის გადამუშავების მიზნით სამუშაოები შეინიშნება

გაერო-ს ბირთვული უსაფრთხოების სამეთვალყურეო ორგანოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში პლუტონიუმის გადასამუშავებლად სამუშაოები შეინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში ატომური რეაქტორის საწვავიდან პლუტონიუმის გამოცალკავების სამუშაოები შეინიშნება, რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება. სააგენტო, რომელსაც არ მიუწვდება ხელი ჩრდილოეთ კორეაში არსებულ ბირთვულ ობიექტებზე, დაკვირვებას სატელიტის საშუალებით ახორციელებს. რაფაელ გროსის განცხადებით, იონბიონის 5-მეგავატიან ბირთვული რეაქტორში, რომელიც ბოლო ...

Read More »

გერმანია ურანის მოპოვებას წყვეტს

გერმანია ურანის მოპოვებას ოფიციალურად წყვეტს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.  გამოცემის ცნობით, რადიოაქტიური ელემენტის ბოლო პარტია Wismut GmbH-ის საწარმოს ტერიტორიას ტოვებს. უკანასკნელი მიწოდება  19,5 ტონა წყლისა და ურანის ოქსიდის ნარევს მოიცავს. გერმანული საწარმოსაგან ურანს ამერიკული კომპანია Nuclear Fuels 1997 წლიდან ყიდულობდა. საწარმომ ურანის მოპოვება 1990 წელს შეწყვიტა, თუმცა ნარჩენი მარაგების რეზერვების განვითარება კვლავ გრძელდებოდა. 1990 წლამდე გერმანია მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ურანის მწარმოებელი იყო. 

Read More »

ნეთანიაჰუ: ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის ჩაშლას აირჩევს, თუნდაც ეს ამერიკასთან ურთიერთობების დაძაბულობის ხარჯზე მოხდეს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე, რომლის წინაშე ისრაელი დგას, ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობაა. ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსხურის „მოსადის“ ახალი დირექტორის წარდგენის ცერემონიაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციების ჩატარებას განაგრძობს. „ჩემს მეგობარს ჯო ბაიდენს ამას 40 წლის განმავლობაში ვეუბნებოდი და ახლაც ვეტყვი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ირანმა ბირთვული შეიარაღება არ მიიღოს. იმედია, ეს ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ბირთვული ენერგიის სააგენტოს მონაცემებით, ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ირანში გამდიდრებული ურანის მარაგი 2015 წლის შეთანხმებით დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება. მოხსენების თანახმად, ამჟამად ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა 3 241 კილოგრამია. სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ სააგენტოს არ მიაწოდა სრული მონაცემები ბირთვული ობიექტების შესახებ. გარდა ამისა, ირანმა უარი განაცხადა, ეპასუხა ყველა ტექნიკურ შეკითხვაზე, მათ შორის გამდიდრებული ურანის წარმომავლობასთან დაკავშირებით. გროსის ...

Read More »

ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები განახლდა

მსოფლიო სახელმწიფოებმა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ირანსა და აშშ-ს შორის საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ განაახლეს. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩი მიხეილ ულიანოვი Twitter-ზე წერს. ულიანოვის თქმით, ავსტრიის დედაქალაქში მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი განახლდა და მონაწილე ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთგაგება, რომ ”მიმდინარე რაუნდი საბოლოო უნდა იყოს”,- ნათქვამია ულიანოვის ტვიტში.

Read More »
ირანი ნავთობის მოპოვებას ზრდის და გაჩერებას ჯერ არ აპირებს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობს

ირანი განაგრძობს ურანის 5, 20 და 60 პროცენტით გამდიდრებას, ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალი აქბარ სალეჰის განცხადებით, გრძელდება ურანის 5, 20 და 60 პროცენტით გამდიდრების სამუშაოები. მისი განცხადებით, 5%-ით გამდიდრებული ურანის ოდენობა ხუთ ტონაზე მეტია, 20%-ით გამდიდრებული 90 კილოგრამს შეადგენს, 60%-ით გამდიდრებული კი, 2,5 კილოგრამს აღემატება. ამასთან, ალი სალეჰმა განაცხადა, რომ 20%-ით გამდიდრებული 90 კილოგრამიანი ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემების ნახვის შესაძლებლობა აღარ ექნება

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემების ნახვის შესაძლებლობა აღარ ექნება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ირანის პარლამენტის სპიკერის, ბაგერ გალიბაფის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბაგერ გალიბაფის განცხადებით, თეირანსა და გაერო-ს ბირთვულ მეთვალყურეს შორის დადებული სამთვიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, რის გამოც სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემებზე წვდომა აღარ ექნება. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პარლამენტის სპიკერმა ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის განუცხადა. გროსი ...

Read More »