ევროპულმა გაზის კომპანიებმა 2021 წლის პირველ ნახევარში, ენერგეტიკული კრიზისის დაწყების მიუხედავად, €4 მილიარდის შემოსავალი მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის ინფორმაციით, მოგება ENTSOG-ის (ევროპული ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერაციული ქსელი) 26 გაზის კომპანიაზე ნაწილდება. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, €1 მილიარდი – ბუნებრივი აირის კომპანიებზე, €3 მილიარდი კი მათ მშობელ ორგანიზაციებზე მოდის. გაზრდილი შემოსავლების ფონზე, ევროპის მოსახლეობა ზამთარში ბუნებრივი აირის ფასების ზრდას ელოდება. ...
Read More »