„სოკარ ჯორჯია გაზი“ პირველი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზს აძვირებს

2021 წლის პირველი დეკემბრიდან, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1 მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ტარიფი ერთი ლარი და 15 თეთრი გახდება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კომპანიიდან აცნობეს.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, გაზის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.

„2021 წლის პირველი დეკემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის“, – აღნიშნავენ „სოკარ ჯორჯია გაზში“.

Leave a Reply