ევროპაში ბუნებრივი აირი ისევ გაძვირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით მოიმატა.

შესაბამისად, დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 816 დოლარამდე გაიზარდა.

29 ოქტომბერს ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 800 დოლარამდე 17 სექტემბრის შემდეგ პირველად დაეცა, თუმცა აღნიშნული დიდხანს არ გაგრძელდა და ბუნებრივი აირის ღირებულებამ ისევ დაიწყო ზრდა.

Leave a Reply