Tag Archives: #აირი

ამერიკელი ოფიციალური პირები აქტიურად მუშაობენ, რათა რეაგირება მოახდინონ რუსეთის მიერ ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების შემცირებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კულისებს მიღმა აქტიურად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების ერთიანობის შენარჩუნებისთვის, იმ ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებას ევროპის ქვეყნებისთვის, რაც პანიკას იწვევეს ბუნებრივი აირის პოტენციური დეფიციტის შექმნის თვალსაზრისით – ამის შესახებ „სიენენი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. „ეს ჩვენი ყველაზე დიდი შიში იყო“, – აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი მედიასთან საუბარში. „სიენენის“ ცნობით, ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

2000 დოლარი – ევროპაში გაზის ფასი მაქსიმუმზეა

გაზის გაცვლითმა ფასმა ევროპაში მიმდინარე წლის მარტის შემდეგ ათას კუბ/მ-ზე პირველად გადააჭარბა 2000 დოლარს. ამის შესახებ RBC-Ukraine ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ევროპაში გაზის ფასის მკვეთრი მატება რუსული „გაზპრომის“ ქმედებებითაა განპირობებული. გუშინ „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს, დილის 7 საათიდან, Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

რუსეთიდან მიწოდების შეფერხების ფონზე, თხევად ბუნებრივ აირზე გლობალური კონკურენცია მძაფრდება

რუსეთის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება აძლიერებს გლობალურ კონკურენციას საწვავის ზღვით მიწოდებისთვის, ქმნის ფასების ზრდისა და აზიიდან სამხრეთ აფრიკამდე ენერგიის დეფიციტის საფრთხეს. ტრეიდერების თქმით, სამხრეთ კორეისა და იაპონიის კომპანიები აჩქარებენ გეგმებს თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად ზამთრისთვის, იმის შიშით, რომ ევროპა ასევე დაიწყებს მარაგების შევსებას. ფასის მიმართ მგრძნობიარე მყიდველებიც კი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და ტაილანდი, ცდილობენ იყიდონ ტვირთი და ...

Read More »

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი ერთიანი იქნება რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების წინაშე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი მიესალმა ევროკავშირის მასშტაბით გაზის დაზოგვის ძალისხმევას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთიანი იქნება რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების წინაშე. „ჩვენი დაყოფა არ მოხდება იმის გამო, რომ გაზი მწირია. ერთად ვდგავართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთის პრეზიდენტისთვის“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მანამდე ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ „გაზპრომის“ განცხადება, რომ კიდევ უფრო ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანი გაზის დიდი საბადოს აღმოჩენის შესახებ იუწყება

სამხრეთ ირანში, „სპარსის გაზის საბადოს“ ჩრდილოეთით, გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ენერგეტიკის საკითხთა კომისიის წარმომადგენელმა მალიქ შარიათი ნიასერმა განაცხადა. მისი თქმით, გაზის ახალ საბადოზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, გაზის საბადოს მარაგი ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »

კვიპროსი მზადაა ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმაროს

კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნატაშა პილიდისის განცხადებით, ევროკავშირის სურვილი, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს, კუნძულოვანი სახელმწიფოს სტრატეგიულ როლს აძლიერებს. ამის შესახებ პილიდისმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. „კვიპროსის გაზისთვის ევროპა კარგი პოტენციური მომხმარებელია. რადგან ევროკავშირმა დაადასტურა, რომ  2049 წლამდე ბუნებრივი აირი სამომხმარებლო საწვავად დარჩება. ასე რომ კომპანიებს ახლა შეუძლიათ დადონ გრძელვადიანი კონტრაქტები“, – თქვა მან. ვინაიდან კვიპროსი პატარა ქვეყანაა, ის ცოტა გაზს მოიხმარს, ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

როგორი იქნება ზამთარი ევროპისთვის თუ რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა – „ცდილობენ, რომ ალტერნატიული წყაროები გააჩინონ“

ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსეთი საიმედო ენერგომიმწოდებელი არაა და ევროკავშირი ადრე თუ გვიან რუსული გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით მზად უნდა იყოს. ამასთან, ევროპის მხრიდან ალტერნატიული ბაზრების მოძიება უკვე მიმდინარეობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვლადიმერ პუტინისგან ყველაფერი მოსალოდნელია და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შესაძლოა 2022 წლის ზამთარი განსაკუთრებით კრიზისული აღმოჩნდეს, რადგან რუსეთს ენერგორესურსი გეოპოლიტიკურ იარაღად აქვს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ...

Read More »

“ევროპა ცდილობს, რუსული გაზისგან სრული დამოუკიდებლობა 2027 წლისთვის მოიპოვოს”

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, როგორც გაზის მიწოდებაში პარტნიორი – არასანდოა, ევროკავშირმა უნდა შეამციროს მისი მოხმარება ისე, რომ 2023 წლის მარტისთვის დანაზოგი 15% (45 მილიარდი კუბური მეტრი) შეადგინოს. ამის შესახებ მან dpa-სთან ინტერვიუში თქვა. “ჩვენს მთავარ მიზნად რჩება, არაუგვიანეს 2027 წლისა რუსული გაზის იმპორტისგან სრული დამოუკიდებლობა შევძლოთ,” – ხაზგასმით აღნიშნა მან. დიპლომატის თქმით, ...

Read More »

ევროპის საცავებში გაზის მარაგის დონემ 65%-ს გადააჭარბა

ევროპის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგის დონემ 65%-ს გადააჭარბა. აღნიშნულს Gas Infrastructure Europe-ის (GIE) მონაცემები მოწმობს. 20 ივლისის მდგომარეობით, ევროპის საცავებში ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 65,2%-მდე გაიზარდა, რაც 1,1 პროცენტული პუნქტით (pp) დაბალია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ თარიღის საშუალო მაჩვენებელზე. მოცემული მომენტისთვის საცავებში არსებული საწვავის საერთო მოცულობა 70 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. 2021 წელს ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ 24 აგვისტოს იქნა ...

Read More »

ხვალ ევროკავშირი რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაზე იმსჯელებს

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები 26 ივლისს, რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე დამოკიდებულების შემცირების საკითხს განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა. „ევროკავშირმა გადაწყვიტა ეტაპობრივად დააღწიოს თავი რუსული გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე დამოკიდებულებას, თანაც, რაც შეიძლება მალე… ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე მომავალ სამშაბათს“, – განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა. მანამდე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ...

Read More »