ევროპის საცავებში გაზის მარაგის დონემ 65%-ს გადააჭარბა

ევროპის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგის დონემ 65%-ს გადააჭარბა. აღნიშნულს Gas Infrastructure Europe-ის (GIE) მონაცემები მოწმობს.

20 ივლისის მდგომარეობით, ევროპის საცავებში ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 65,2%-მდე გაიზარდა, რაც 1,1 პროცენტული პუნქტით (pp) დაბალია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ თარიღის საშუალო მაჩვენებელზე. მოცემული მომენტისთვის საცავებში არსებული საწვავის საერთო მოცულობა 70 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. 2021 წელს ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ 24 აგვისტოს იქნა მიღწეული.

მანამდე, ევროკავშირის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ 2022-2023 წლების ზამთრისთვის გაზსაცავები მინიმუმ 80%-ით და ყველა მომდევნო ზამთრის პერიოდისთვის – 90%-ით იქნებოდა შევსებული.

მარაგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახლა პორტუგალიასა და პოლონეთშია – მათ მიაღწიეს შევსების დონეს 100% და 98.21%-ით. გაზსაცავები გერმანიაში შევსებულია 65,22%-ით, საფრანგეთში – 72,99%-ით, იტალიაში – 68,86%-ით, ნიდერლანდებში – 59,2%-ით, ბულგარეთში – 42,5%-ით, დანიაში – 84,1%-ით, უნგრეთში – 47,67%-ით, ავსტრიაში – 47,67%-ით, ჩეხეთში – 76,31%-ით, ბელგიაში – 68,98%-ით, ლატვიაში – 49,04%-ით.

თუ ივლისის ტემპი (საშუალოდ 0,35 p.p. დღეში) გაგრძელდება უახლოეს მომავალში, მაშინ ევროპის ქვეყანებში რეზერვების საერთო დონემ შესაძლოა მიაღწიოს სამიზნე 80%-ს უკვე სექტემბრის დასაწყისში.

Leave a Reply