Tag Archives: #ფასები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $11-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 11,08 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 117,72 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

დავით ნარმანია – ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფების ზრდას არ ველოდებით, ტარიფებთან დაკავშირებით ვართ მშვიდად

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ტარიფებზე, არ გაუარესებულა. „ამის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ტარიფებზე, არ გაუარესებულა, მათ შორის არც სავალუტო კურსი, არც ისეთი ფაქტორები, რაც გვიბიძგებს, ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

გერმანიაში მომხმარებლებისთვის გაზზე ფასის სამჯერ გაზრდას პროგნოზირებენ

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ გაბეკი აცხადებს, რომ, გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან RTL Nachtjournal-ს განუცხადა. კითხვაზე, ხომ არ ეშინია, რომ რუსეთი ივლისის შუა რიცხვებიდან გაზის მიწოდებას შეწყვეტს, გაბეკი ამბობს, რომ “მოვიტყუებ, თუ ვიტყვი – არა”. ივლისში იგეგმება Nord Stream 1-ით გაზის მიწოდების შეჩერება გაზსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო. კითხვაზე, წარმოიდგენს ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1,8%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 882,1 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $900-ს 22 თებერვლის შემდეგ პირველად ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 894.5 დოლარი შეადგინა. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ...

Read More »

ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასმა 2008 წლის ივლისის შემდეგ მაქსიმუმს პირველად მიაღწია

ნავთობის ფიუჩერსების ფასმა ტოკიოს სასაქონლო ბირჟაზე მაქსიმუმს თითქმის 14 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს. ორშაბათს დილით, ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ფასმა ტოკიოს სასაქონლო ბირჟაზე 86000 იენს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის ივლისის შემდეგ. ენერგიის მაღალი ფასები ენერგომომარაგების სისტემაზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. ორშაბათს დილით იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოიწვევა მთავრობის სხდომა ...

Read More »

საუდის არაბეთმა ნავთობის ფასი შეამცირა

ჩინეთის მიერ ახალი ფართომასშტაბიანი ანტი კოვიდ ღონისძიებებისა და რუსეთის მხრიდან მიწოდების გაურკვევლობის ფონზე, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, საუდის არაბეთმა ნავთობზე ფასი პირველად შეამცირა. ერთი ბარელის ღირებულება 9,35 დოლარის ნაცვლად 4,40 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამას გარდა, ფასებმა დაიკლო ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვისაც, ამერიკისთვის კი ის ისევ მაისის დროინდელი ღირებულების დარჩა. საუდის არაბეთის მიერ ნავთობის ფასის ცვლილება დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომზე, ასევე ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით

„საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად, მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიოს ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით და გლობალური გეოპოლიტიკური კრიზისით. ყველაფრის გათვალისწინებით, ომის დაწყებიდან დღემდე გაზრდილი რისკების გამო, იზრდება ფასებიც, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებზე. ბუნებრივია, ეს ტენდენცია აისახება საქართველოზე, როგორც ღია ეკონომიკის ქვეყანაზე”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პარლამენტის ...

Read More »

დავით ჩიხელიძე: დიახ, საწვავის ფასებმა მოიმატა, მაგრამ აღნიშნულში მთავრობის დადანაშაულება უმეცრებაა

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს ხედავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს. დღევანდელი მოცემულობით ზოგადად მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, სამწუხაროდ რუსეთ-უკრაინის ომის მძიმე შედეგი ფაქტობრივად ყველა ქვეყანას შეეხო. დიახ, საწვავის ფასებმა მოიმატა, მაგრამ აღნიშნულში მთავრობის დადანაშაულება უმეცრებაა. სწორედ მთავრობის და ირაკლი ღარიბაშვილის სწორი მუშაობის შედეგია, რომ დღეს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა გვაქვს, მათ შორის ფასების ...

Read More »

რუსეთში ენერგეტიკულმა ქაოსმა ბაზრის შოკი გამოიწვია

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და საერთაშორისო რეაქციამ ენერგეტიკული ბაზრები ქაოსში ჩააგდო, რაც მძიმე ეკონომიკურ შედეგების საფრთხეს ქმნის. მიმდინარე პროცესს 1970-იანი წლების ნავთობის შოკებს ადარებენ. Bloomberg-ის საქონლის ინდექსმა ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდა აჩვენა სულ მცირე 1960 წლის შემდეგ, რადგან სანქციებმა მყიდველები შეაშინა. ქვანახშირის ფასი უპრეცედენტო 80%-ით გაიზარდა, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდები მოხსნა და ნავთობის ფიუჩერსები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ფართო ...

Read More »