Tag Archives: #გაზსადენი

აშშ-ს კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილება, რომლიც ხელს შეუშლის Nord Stream 2-ის სანქციების შეჩერებას

აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის Nord Stream 2–ის ოპერატორის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების პოლიტიკაში ხელის შეშლას. აღნიშნულს მოწმობს კენჭისყრის შედეგები. შესწორება შეთავაზებულ იქნა კონგრესის დემოკრატ წევრის – მერსი კაპურის მიერ ოჰაიოდან, შეგახსენებთ, რომ Nord Stream 2 ითვალისწინებს ორი გაზსადენის მშენებლობას რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

“ბალტიის მილსადენის”, რომელიც პოლონეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს, მშენებლობა დაიწყო

პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორმა ბალტიის ზღვის ფსკერზე “ბალტიის მილსადენის” საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. ”27 ივნისს, გემმა Castorone-მ, რომელიც პასუხისმგებელია გაზსადენების საზღვაო მონაკვეთზე პოლონეთსა და დანიას შორის, დაიწყო “ბალტიის მილსადენის” გაყვანა ბალტიის ზღვაში”, – განაცხადა კომპანიამ და აღნიშნა, რომ მშენებლობა დაიწყო დანიის წყლებში, კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს. ”Castorone თანდათანობით იმოძრავებს გაზსადენის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში. ”ამ წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ ...

Read More »
TANAP-ის გაზსადენი შეიძლება იყოს კოზირი, ანკარის "გაზპრომთან" მოლაპარაკების პროცესში

ნიგერია-მაროკოს გაზსადენის პროექტი, Nord Stream 2-ის საუკეთესო ალტერნატივა

ნიგერიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ევროპაში საკუთარი მილსადენით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ Premium Times-ზე დაყრდნობით იუწყება. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ის რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი „ჩრდილოეთ ნაკადის“ პირდაპირი კონკურენტი გახდება. ნიგერიაში დღეს არსებული გაზსადენი ალჟირის მილსადენს უნდა დაუკავშირდეს, რის შემდეგ ევროპაში ნიგერიული ბუნებრივი აირის მიწოდება გახდება შესაძლებელი. პროექტის მიხედვით, ტრანს-საჰარის გაზსადენის სიგრძე 4,4 ათას კმ-ს შეადგენს, პროექტის ფასი 13 მლრდ ...

Read More »

თურქეთი და აზერბაიჯანი ნახჭევანში ახალი გაზსადენის მშენებლობას გეგმავენ

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში. დონმეზის სიტყვებით, მან უკვე გააფორმა ურთიერთშეთახმების მემორანდუმი აზერბაიჯანელ კოლეგასთან: ”ჩვენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰაბაზოვთან გავაფორმეთ ურთიერთშეთახმების მემორანდუმი. ველოდებით აზერბაიჯანის მიერ ტექნიკური მონაცემების დადასტურებას. როგორც კი ეს მონაცემები დადასტურდება, ჩვენ დავიწყებთ გაზსადენის გაყვანას. დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები, როგორიცაა მარშრუტიზაცია, კვლევა, ინვენტარიზაცია. ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტს. საჭიროა ...

Read More »

ყარადაღ-თბილისის მ/გ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” “ყარადაღ- თბილისის ” D 700 მმ_იანი მაგისტრალური გაზსადენის 484,0 – 506,8 კმ-ებს შორის, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და გაზის მიწოდება აღდგენილია. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

Read More »
რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა

გასულ კვირას, ევროპის ქვეყნებში ბუნებრივ აირზე ფასები რეკორდულად გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 400 აშშ დოლარს გადააჭარბა. ICE Futures-ზე 28 ივნისს TTF ინდექსზე ივლისის ფიუჩერსებით ვაჭრობა 398 აშშ დოლარზე დაიხურა, ხოლო მეორე დღეს ვაჭრობა 401 აშშ დოლარით გაიხსნა. გაზის ფასის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო 13 წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოს ევროკავშირის ექსპერტებმა გაზის ფასების რეკორდულ ზრდაში “გაზპრომი” დაადანაშაულეს.

Read More »
სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

მიმდინარე წლის მაისში, თურქეთის ტერიტორიიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 15,580 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაიტანეს. თურქული კომპანია BOTAŞ– ის მონაცემებით, ეს 1,374 მილიონი ბარელით, ანუ 8,1% -ით, ნაკლებია გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, BTC- ის საშუალებით, თურქეთის გავლით 84.185 მილიონი ბარელი ნავთობია გადატანილი, რაც 10.558 მილიონი ბარელით ანუ 11,14%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

Read More »

ბაქო და კიევი უკრაინში აზერბაიჯანული გაზის მოცულობის გაზრდას გეგმავენ

Trend-ის ცნობით, აღნიშნულის თაობაზე უკრაინა-აზერბაიჯანის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემების ოპერატორის” მომხმარებლებთან კომუნიკაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდრეი პროკოფიევმა განაცხადა. ”ჩვენ ვაფასებთ უკრაინისა და აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის თანამშრომლობას და დაინტერესებული ვართ მისი განვითარებით”, – აღნიშნა მან. დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკრაინაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელია თურქეთის ტერიტორიის გავლით და შემდგომ “ტრანსბალკანეთის მილსადენით”. ...

Read More »

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე – გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ფუნქციონირების შეჩერება შეუძლია

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის, არმინ ლაშეტის განცხადებით, გერმანიას მოსკოვიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერება შეუძლია, თუ რუსეთი დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს და პროექტს უკრაინაზე ზეწოლის მოსახდენად გამოიყენებს. მისი თქმით, გერმანიას ყოველთვის შეუძლია, შეაჩეროს ეს პროექტი, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ იქნება მიმართული. არმინ ლაშეტი გერმანიის კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად განიხილება. იგივე პოზიცია აქვს კანცლერობის კიდევ ერთ კანდიდატს, ფინანსთა მინისტრს ოლაფ შოლცს. ...

Read More »

ტრამპმა ჯო ბაიდენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გამო გააკრიტიკა

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ოჰაიოს შტატში, ქალაქ ველინგტონში გამართულ პირველ მიტინგზე, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დაშვების გამო. ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა ამერიკული გაზსადენის Keystone XL-ის მშენებლობა შეაჩერა, სამაგიეროდ კი ევროპაში რუსული გაზსადენის მშენებლობაზე თანხმობა განაცხადა. მისი განცხადებით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ამერიკის ეკონომიკას ...

Read More »