Tag Archives: #ევროპა

ევროკავშირის ენერგეტიკული კრიზისი: ბრიუსელი უკიდურეს ზომებს იღებს

ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ უპრეცედენტო ვითარებაში, ევროკავშირს მოუწევს უპრეცედენტო ზომების მიღება. ეს ფრაზა უკვე რამდენიმე დღეა მეორდება ბრიუსელში. ყველა ქვეყნის პოლიტიკოსი თანხმდება, რომ ახლა დისკუსიის დრო არ არის – გადაწყვეტილებები სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული. პრობლემები, რომელთა გადაჭრას ჩვეულებრივ ერთზე მეტი საკანონმდებლო პერიოდი დასჭირდება, ევროკავშირს მოუწევს რამდენიმე დღეში გადაჭრას, უკიდურეს შემთხვევაში – კვირაში: ენერგიის ფასები ასტრონომიულია, ზამთარი კი ახლოვდება და სოციალური ზეწოლა ...

Read More »

The Economist – არასწორ ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროკავშირის ქვეყნები გაკოტრებამდე მიჰყავს

უახლოეს წლებში, ევროკავშირის ქვეყნები შესაძლოა გაკოტრდნენ თუ მათი ხელმძღვანელები ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მცდარ ზომებს მიიღებენ. ასეთ პროგნოზს The Economist წერს. გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენით გაზის შეწყვეტის შემდეგ, მისმა ღირებულებამ 30%-ით მოიმატა. თუკი ასეთი სიტუაცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯები ელექტროენერგიასა და გაზზე 1,4 ტრილიონ ევროს მიაღწევს. კორპორაცია Morgan Stanley-ის მონაცემებით კი, ეს შვიდჯერ მეტია ბოლო ...

Read More »

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ევროპაში გაზის ექსპორტს წელს 30 პროცენტით გაზრდის

აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს მიმდინარე წელს 30 პროცენტით გაზრდის, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ცდილობს შეამციროს თავისი დამოკიდებულება რუსეთის ენერგიაზე, უკრაინაში კრემლის შეჭრის პირობებში. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის, ფარვიზ შაჰბაზოვის თქმით, წელს, რვა თვის განმავლობაში, ბაქომ “ევროპას მიაწოდა 7.3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი”. “ევროპისთვის მიწოდებული [გაზის] სრული მოცულობა 2022 წელს გაუტოლდება 12 მილიარდ კუბურ მეტრს, რაც, 2021 წელთან შედარებით, წარმოადგენს ...

Read More »

ავსტრიის პრეზიდენტმა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა

არჩევნების წინა დღეს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს. ამის შესახებ ვან დერ ბელენი ტვიტერზე წერს. ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში თითოეულ ჩვენგან ეხება. „ეს არის თავდასხმა ჩვენი ცხოვრების წესზე, ჩვენს დემოკრატიაზე, ჩვენს იდენტობასა და მომავალზე. ევროპა გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საკითხზე, ...

Read More »

რუსულმა შანტაჟმა არ გაამართლა: ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

12 სექტემბერს ევროპაში გაზის ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. საწვავის ღირებულება, მიუხედავად Nord Stream გაზსადენის გათიშვისა, სტაბილურად იკლებს. ასეთი მაჩვენებელი განპირობებულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდით და ასევე საწყობების შევსების მნიშვნელოვნად მაღალი დონით. წერს „უნიანი“. მედიასაშუალება წერს, რომ არაერთი  ქვეყანა, მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან პოლონეთი და საფრანგეთი, ზამთარს გარანტირებულად შეხვდებიან გაზმომარაგებით. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული წევრი გერმანია იქნება. ...

Read More »

“ევროკავშირი 6-7 თვეში რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას თავს დააღწევს”

რუსული ენერგეტიკული შანტაჟის საპასუხოდ, ევროკავშირი ექვს-შვიდ თვეში რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას გეგმავს. ამის შესახებ 8 სექტემბერს, ევროკავშირის პორტალზე გამოქვეყნებულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან ევროპის რუსეთეზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას “აბსოლუტური აუცილებლობა” უწოდა. ამ მიზნით, ევროკავშირი გეგმავს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და მასიური ინვესტიციების განხორციელებას განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში, თქვა ფონ დერ ლაიენმა. “მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ...

Read More »

გერმანია სამუდამოდ ემშვიდობება რუსულ გაზს

ენერგეტიკული ხიდი რუსეთი–ევროპა, რომელიც ბრეჟნევის პერიოდში აშენდა, სამუდამოდ დარჩება ისტორიის სანაგვეზე. გერმანიამ, გაზპრომის ერთ დროს უმსხვილესმა კლიენტმა, რუსული გაზის დაბრუნების იმედი დაკარგა და გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიღებაზე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინის მიღებაზე, შემდეგ ამ მილსადენით მიწოდება 20%–მდე შეამცირა და ბოლოს მთლიანად გააჩერა ეს გაზსადენი, გერმანულმა ენერგოკომპანიებმა მასობრივად დაიწყეს იმის კეთება, რაზეც უარს ...

Read More »

შოლცი: გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე

გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე მზადაა ტერმინალები თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად და გერმანიამ საკუთარი მარაგების ეკონომია დაიწყო. შოლცის განცხადებით, გერმანია მზადაა რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლების მიწოდების მკვეთრი შემცირებისთვის.

Read More »

ევროკავშირის, სულ მცირე, 10 წევრი სახელმწიფო ითხოვს, რომ ბრიუსელმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის და არა მხოლოდ რუსეთისთვის დააწესოს

ევროკავშირის, სულ მცირე, 10 წევრი სახელმწიფო ითხოვს, რომ ბრიუსელმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის და არა მხოლოდ რუსეთისთვის დააწესოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ ბრიუსელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ რუსეთის გამოყოფამ, შესაძლოა, პუტინს ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისკენ უბიძგოს. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხოლოდ რუსულ გაზზე ფასის ზღვარის დაწესებას ...

Read More »

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაზთან დაკავშირებული შანტაჟით პუტინმა აჩვენა, რომ სანქციები მოქმედებს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა WienerZeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება სულ უფრო მეტად საგრძნობი ხდება. მისი თქმით, ამას ყველაზე ცხადად მეტყველებს ამასწინანდელი შანტაჟი, რომელსაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებით მიმართა რუსეთმა. ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის მიწოდება არ განახლდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნამდე. „ევროკავშირში ჩვენ ზოგჯერ ჩემპიონები ვართ პესიმიზმსა და ...

Read More »