Tag Archives: #ირანი

ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანში აცხადებენ, რომ ვენაში მოლაპარაკებებზე ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხის განხილვა იგეგმება

ირანში აცხადებენ, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ ვენაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხის განხილვა იგეგმება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის დირექტორმა, მოჰამედ ესლამიმ განაცხადა. მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბერს გაიმართება. ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარე წელს განახლდა, ივნისში შეჩერდა, როდესაც ირანში ახალი პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აირჩიეს. შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეები ირანის წინააღმდეგ დაწესებული ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ირანის ოფიციალურ პირებთან მართავს შეხვედრებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი ირანის ოფიციალურ პირებს შეხვდა იმ მიზნით, რომ ქვეყნის ბირთვული ობიექტები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს შემოწმებისთვის, იმ ფონზე, როცა მომავალ კვირაში ვენაშია დანიშნული მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების აღსადგენად. რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, 23 ნოემბერს მივიდა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში – ირანის სამოქალაქო ბირთვულ სააგენტოში. გროსი ...

Read More »

აზერბაიჯანმა და ირანმა ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანის დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ეკონომიკურ, ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ საკითხებში სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარის, შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით თეირანს ეწვია და ირანის ნავთობის მინისტრს, ჯავად ოვჯის შეხვდა. მხარეებმა აზერბაიჯანსა და ირანს შორის, ნავთობისა და გაზის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა გაზის სფეროში არსებული ხელშეკრულებების შესრულების საკითხი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების გაგრძელება. ამასთან, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ...

Read More »

ირანი აშშ-სგან ყველა სანქციის მოხსნას ითხოვს

ირანი აშშ-სგან ყველა სანქციის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ განაცხადა. ირანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი შემოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს. ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები 29 ნოემბერს ვენაში განახლდება. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს. აშშ-ის ...

Read More »

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა უნდა უზრუნველყოს გარანტიები, რომ კვლავ არ გავა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, საიდ ხატიბზადეს განცხადებით, აშშ-მა გარანტიები უნდა უზრუნველყოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან კვლავ არ გავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გარდა ამისა, ხატიბზადეს განცხადებით, ვაშინგტონმა თეირანზე დაწესებული ყველა სანქცია უნდა გააუქმოს და მათი არამართებულობა აღიაროს. აშშ-მა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში 2018 წელს დატოვა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ...

Read More »

რუსეთს და ირანს ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით დაბრუნება სურთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, სატელეფონო საუბრის დროს მოწოდება გამოთქვეს, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება აღდგეს პირვანდელი სახით. „მათ აღნიშნეს, რომ ესაა ერთადერთი საშუალება, უზრუნველყოფილ იქნეს ყველა მხარის უფლებები და ინტერესები“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბრის განცხადებაში. ბირთვული შეთანხმება გაფორმებულ იქნა 2015 წელს ერთი მხრივ ირანს და მეორე მხრივ მსოფლიოს სახელმწიფოებს ...

Read More »

ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბრისას ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა ზომები, ვიდრე ირანი შეთანხმების სრულად შესრულებას განაახლებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეთანხმების შესრულების განახლების მიმართ ირანის პოზიტიური დამოკიდებულება ცხადყო, ხოლო აშშ-მა თავისი პოლიტიკის გამოსასწორებლად ნაბიჯები უნდა გადადგას. ...

Read More »

ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი გააორმაგა

ირანი ურანის გამდიდრების ტემპს არ ანელებს და გასული თვის განმავლობაში მისი მარაგი თითქმის გაორმაგდა. აღნიშნულის თაობაზე გამოცემა Deutsche Welle იუწყება. ირანის ბირთვული სამინისტროს ხელმძღვანელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა, რომ  ირანს 210 კგ-ზე მეტი  20 პროცენტამდე გამდიდრებული და 25 კგ 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი აქვს. შეგახსენებთ, რომ ირანისა და ექვს ქვეყანას ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება.

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება

ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი ბაღერიმ განაცხადა, რომელიც მოლაპარაკებებში თეირანის მთავარი წარმომადგენელია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მოლაპარაკებები ვენაში აპრილში ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეწყდა. ვაშინგტონში იმედს გამოთქვამენ, რომ ირანი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რობერტ მალი გაუძღვება ამერიკის დელეგაციას ვენაში. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, შეთანხმებაში ...

Read More »

ირანის განცხადებით ბირთვული შეთანხმების წარმეტებით დასრულებისთვის ბაიდენის მხრიდან გარანტიების მიცემაა აუცილებელი

2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ ირანსა და შეთანხმების ხელმომწერ სხვა ქვეყნებს შორის მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არ არის, გასცეს გარანტიები, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას აღარ მიატოვებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ალი შამხანიმ განაცხადა. “აშშ-ის პრეზიდენტი არ არის მზად გარანტიების მისაცემად. თუ არსებული სტატუს კვო გაგრძელდება, მოლაპარაკებების შედეგი ნათელია”, – აღნიშნა ალი ...

Read More »